წითელი ტერორის ტოპოგრაფიის ტურები რეგიონებში

საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2010 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მისიას წარმოდგენს, მხარი დაუჭიროს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის კვლევებს და აამააღლოს ცნობიერება საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ პასუხისმგებლობაზე. ორგანიზაციის მიზანია შექმნას კრიტიკულად სააზროვნო სივრცე საბჭოთა პერიოდის გააზრებისათვის და შესაბამისად, დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობისათვის. 2010 წლიდან დღემდე სოვლაბმა DVV International-ის ფინანსური მხარდაჭერით, არაერთი პროექტი განახორციელა „ტერორის ტოპოგრაფია - საბჭოთა თბილისი“, „დაკარგული ისტორია - მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“, „საკვირაო სკოლა საბჭოთა წარსულის კრიტიკულ გააზრებაში“ და სხვ.

2018 წელს სოვლაბმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება: „წითელი ტერორის ტურები რეგიონებში“. პროექტის მიზანს წარმოადგენს ისტორიულ-საგანმანათლებლო ტურის შექმნა ქუთაისსა და ბათუმში. აღნიშნული პროექტი

ერთგვარი გაგრძელებაა, სოვლაბის მეირ განხორციელებული პროექტის „წითელი ტერორის ტოპოგრაფია“, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა წითელი ტერორის ტური თბილისში. რამდენადაც პროექტი იყო ძალიან წარმატებული და ტურზე მოთხოვნა მაღალია როგორ ადგილობრივი მოსახლეობისგან, ისე ტურისტებისაგან, გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი ტური შემუშავდეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც.                                                                    

პროექტის პირვე ეტაპზე ორივე ქალაქში შეიქმნება სტუდენტებისგან და მკვლევარებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფები. მათთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრები, წითელი ტერორის რუკისა და ტურის შემუშავების შესახებ. ამის შემდეგ, პროექტის მონაწილეები, დაიწყებენ კვლევას და მოიძიებენ და გაანალიზებენ ინფორმაციას სხვადასხვა ისტორიული ობიექტების შესახებ. თითოეულ ქალაქში, მინიმუმ 10 ამგვარი ობიექტის შესახებ ჩატარდება კვლევა. გარდა სამუშაო შეხვედრებისა, ჩატარდება საჯარო ლექციები, საზოგადოების უფრო ფართო მასებისათვის, იმისათვის რომ ამაღლდეს ცნობიერება საბჭოთა წარსულის შესახებ.

პროექტის აქტივობების შედეგად შემუშავდება ტერორის ტოპოგრაფიის ორი რუკა და ქალაქსი ტური. გადამზადდებიან გიდები, რომ შეძლონ  ტურების შეთავზება დაინტერესებული პირებისათვის.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.