ცოდნის კიდობანი

ტრენინგები მოდერაციის/ფასილიტაციის უნარ-ჩვევებში და ვიზუალურ კომუნიკაციასა და გრაფიკულ ფასილიტაციაში

 

DVV International-ის საქართველოს ოფისმა 2018 წელს დაიწყო ახალი პროექტიცოდნის კიდობანი, რომელიც მიზნად ისახავს ზრდასრულთა განათლების სფეროში არსებული ინოვაციური და კრეატიული მეთოდების დანერგვას საქართველოში. მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები საჯარო დისკუსიებისა და დებატების მოდერაციისა და ფასილიტაციის უნარ-ჩვევებში და ასევე ვიზუალური კომუნიკაციისა და გრაფიკული ფასილიტაციის უნარებში.

მოდერაციისა და ფასილიტაციის ტრენინგის პირველი 5-დღიანი ეტაპი, რომელიც გაიმართა აპრილის თვეში, ჩაატარეს ცვლილებებისა და კონფლიქტების მართვის ცენტრის (Center for Change and Conflict Management)  პარტნიორები-საქართველო-ს ტრენერებმა. ტრენინგის მომდევნო 3-დღიან ეტაპს უძღვებოდა გერმანული ორგანიზაცია OSB International Systemic Consulting-ს ტრენერი. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 25-35 წლის 15 ახალგაზრდამ თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან.

მიმდინარე წლის ივლისში DVV International-ის ჩატარდა ინოვაციური ტრენინგი ვიზუალურ კომუნიკაციასა და გრაფიკულ ფასილიტაციაში, რომელსაც უძღვება გერმანული ორგანიზაციის Business as Visual-ის ტრენერი, ქრისტიან  რიდერი. ტრენინგი 4 დღეს გრძელდებოდა და მასში მონაწილეობა მიიღო 16 ქართველმა ტრენერმა, მოდერატორმა/ფასილიტატორმა, კოუჩმა, კონსულტანტმა, ფსიქოლოგმა და მენეჯერმა თბილისიდან და რეგიონებიდან. მათ შორის იყვნენ ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზრდასრულთა განათლების ცენტრისა და “პარტნიორები-საქართველო“-ს ტრენერები. პროექტის მომდევნო ეტაპზე ვიზუალური კომუნიკაციისა და გრაფიკული ფასილიტაციის ტრენინგის მონაწილეებმა, პავლე თვალიაშვილმა და მარიამ საყევარაშვილმა, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს DVV International-ის მიერ დაარსებული ზრდასრულთა განათლების ცენტრებისა და ზრდასრულთა განათლების ქსელის წარმომადგენლებს. ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები.

პროექტის დასასრულს ამბროლაურის, სენაკის, ჯვარისა და ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრებში ჩატარდა დისკუსიები თემაზე „საქართველოს  შრომის ახალი კანონმდებლობა და საპენსიო რეფორმა“, რომლის სპიკერმა, ვიზუალურ კომუნიკაციასა და გრაფიკული ფასილიტაციის ტრენინგის მონაწილე ე. ბერიაშვილმა, ვიზუალურად წარმოადგინა თავისი პრეზენტაცია. დისკუსიებს მოდერაციას უწევდნენ ასევე მოდერაციისა და ფასილიტაციის ტრენინგის მონაწილეები, ა. ქოჩუა და ნ. ქობალია. დისკუსებში მონაწილეობა მიიღო 67 ადამიანმა.

 

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.