გერმანული ორგანიზაციის „მუშაობა და ცხოვრება“ ვიზიტი DVVI-ის საქართველოს ოფისში

პროგრამის „შემეცნებითი შვებულება 2018“ ფარგლებში, აგვისტოს თვეში განხორციელდა ორგანიზაციის „მუშაობა და ცხოვრება“ ვიზიტი საქართველოში.

გერმანული ორგანიზაციის „მუშაობა და ცხოვრება“ ვიზიტი DVVI-ის საქართველოს ოფისში @ლელა მათიაშვილი

„მუშაობა და ცხოვრება“ არის გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის გაერთიანებული პროფესიული კავშირები (DGB) და გერმანიის ზრდასრულთა განათლების ასოციაცია (DVVI). ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანების მუშაობისა და ცხოვრების წესის სოციალური სამართლიანობის, თანაბარი შესაძლებლობების, სოლიდარობისა და დემოკრატიული კულტურის კრიტერიუმების შესაბამისად განვითარებას.

პროგრამის „შემეცნებითი შვებულება 2018“ ფარგლებში, აგვისტოს თვეში  განხორციელდა ორგანიზაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, მისი ოცი მონაწილე საქართველოში მომუშავე გერმანულ ორგანიზაციებს ეწვია.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა DVVI-ის საქართველოს ოფისში შედგა. სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია DVVI-ის პროექტების შესახებ და ნახეს ფილმი „DVVI – 15 წელი საქართველოში“. ამის შემდეგ, შედგა დისკუსია, რომლის დროსაც სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს ისტორიის, თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობისა და იმ დემოკრატიული ცვლილებების მიმართ, რომელიც  ქვეყანაში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ განხორციელდა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოში ზრდასრულთა განათლების საკითხებსა და DVVI-ის მიერ დაარსებული ზრდასრულთა განათლების ცენტრების მუშაობას. 

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.