საქართველოს ისტორიის კონკურსის 2017/2018 დაჯილდოების ცერემონია: სამი გამარჯვებული თბილისისა და ქუთაისის სკოლებიდან

საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა საქართველოს ისტორიის კონკურსის 2017/2018 წლის საზეიმო დაჯილდოების ცერემონია.

ისტორიის კონკურსის დაჯილდოების ცერემონია საქართველოს მწერალთა სახლში, 2018წ.-ის 22 ივნისი ©ინსეა კიდერლენი

2018 წლის 22 ივნისს, საქართველოს მწერალთა სახლში მიმდინარე წლის ისტორიის კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენას დაეთმო. ღონისძიება ინიიცირებული და განხორციელებული იყო DVV International-ისა და მისი ადგილობრივი პარტნიორების ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა (იმსა) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SovLab) მიერ. დაახლოებით 70 დამსწრეს წინაშე გამოვლინდა სამი გამარჯვებული თბილისისა და ქუთაისის სხვადასხვა სკოლიდან და გადაეცათ ჯილდოები. სერტიფიკატები გადაეცა სამ მოსწავლესაც, რომლებმაც საკონკურსო ნაშრომად ვიდეორგოლი წარადგინეს, და ასევე, მასწავლებელსაც სვანეთიდან, მოსწავლეებისათვის აქტიური მხარდაჭერისთვის.

ისტორიის საერთაშორისო ბანაკი ბერლინში

ახლა კონკურსის ათ მონაწილეს შეუძლია შეავსოს განაცხადი ისტორიის საერთაშორისო ბანაკში მონაწილეობის თაობაზე, რომელიც ორგანიზებულია გერმანული ორგანიზაციის კოერბერის ფონდის მიერ და გაიმართება 2018 წლის ნოემბერში.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.