საქართველოში გერმანიის ელჩის ვიზიტი კოდის სათემო განათლების ცენტრში

7 ივლისს კოდის სათემო განათლების ცენტრს ეწვია საქართველოში გერმანიის ელჩი ბატონი ჰუბერტ ქნირში.

გერმანიის ელჩი საქართველოში. ჰ.ე. ბ-ნი ჰუბერტ კირშიჩის შეხვედრა კოდის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორთან მადონა ოქროპირიძესთან ©ავთო დოლიძე

გერმანიის ელჩი საქართველოში. ჰ.ე. ბ-ნი ჰუბერტ კირშიჩის ვიზიტი კოდის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ©ავთო დოლიძე

7 ივლისს კოდის სათემო განათლების ცენტრს ეწვია საქართველოში გერმანიის ელჩი ბატონი ჰუბერტ ქნირში. ეს ბატონი ელჩის რიგით მესამე ვიზიტია  DVV  საქართველოს ოფისის მიერ განხორციელებული პროექტების სანახავად. ადრე მან ახალციხისა და ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრები მოინახულა. კოდაში ვიზიტის დროს ბატონი ქნირში გაესაუბრა ცენტრის მსმენელებს, მათ შორის რამდენიმე სახელობო  სწავლების პროგრამის ბენეფიციარებს და ახალგაზრდული და ქალთა კლუბის წევრებს, რომლებიც GIZ-ტის ხელშეწყობით ხორციელდება. ბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა DVV -ის  ზრდასრულთა განათლების პროექტების მნიშვნელობას რომელიც საქართველოში გერმანიის მთავრობის დახმარებით ხორციელდება.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.