,

COVID-19 - პროფესიული განათლება და ახალი რეალობა

დავით კიზირია მოცემულ ნაშრომში მიმოიხილავს, COVID19 ეპოქაში, აქართველოსპროფესიული განათლების გამოწვევებსა და არსებულ რეკომენდაციებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება, როგორც არსებულ გამოწვევებზე, ასევე, გრძელვადიან განვითარების პერპექტივებზე პოსტ-COVID19 ეპოქაში.

COVID-19 - პროფესიული განათლება და ახალი რეალობა

ჩვენ “გლობალურ სოფელს” პანდემიამ ცუნამივით გადაუარა, შეაჩერა და გამოუსადეგარი გახდა “ტრადიციული” მიდგომები, ჩვენთვის ნაცნობი სამყარო უკანმოუბრუნებლად ტრანსფორმირდება. პირველი რაც თავში მოდის ჩვენი მდგომარეობის დასახასიათებლად ესაა “გაურკვევლობა”, რაც ცუდი მეგზურია მომავლის დასაგეგმად.

ადაპტაციის მეტ-ნაკლებად სწორე სტრატეგიის შესამუშავებლად საჭიროა გამოვიდეთ ამ გაურკვევლობის ბურუსიდან: ანალიტიკურად გავიაზროთ სად ვართ, მოვახდინოთ გარემოზე დაკვირვება, მის ფარგლებში სწორე ორიენტირება, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება და სწრაფი, ეფექტური ქმედებების განხორციელება - ე.წ. OODA მოდელი: observe - orient - decide - act.

პირველ ყოვლისა უნდა გავიაზროთ, რომ კრიზისები საზოგადოების თანმდევი ფენომენია, მეტიც ისინი არის არა გამონაკლისი, არამედ მისი ბუნების ორგანული ნაწილი, რომელთა იგნორირება ან წინააღმდეგობა კონტრპროდუქტიულია.

განათლების სისტემა, როგორც საზოგადოებრივი სისტემის ორგანული და მასზე დამოკიდებული ნაწილი განიცდის ამ გავლენებს. განათლების სფეროს სპეციალისტები ამის შესახებ ბევრს საუბრობდნენ: ჯერ კიდევ 2011 წელს Clayton M. Christensen და Henry J. Eyring “ამერიკის განათლების საბჭოსთვის” განკუთვნილ რაპორტში2 წერდნენ, რომ “კრიზისი” უცხო არაა განათლების სისტემისათვის, მაგრამ ხაზს უსმამდნენ ამ ახალი კრიზისის უნიკალურობას, რადგან განათლების სისტემა - უკვე მაშინ - განიცდიდა უხილავ ტრანსფორმაციას, ახალი გამრღვევი (distruptive) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ზემოქმედებით. განათლების სფეროს დიგიტიზაცია, რომელიც აქტიურად მკვიდრედებოდა ინტერნეტის პარალელურად და კანიბალიზაციას უკეთებდა “ტრადიციულ” ფორმალურ სისტემას - პირველყოვლისა იკავებდა ზრდასრულთა განათლების სეგმენტს, გააჩნდა უზარმაზარი პოტენციალი ახალგაზრდა სტუდენტების სეგმენტზე, რომლებიც თავისი ბუნებით არიან ციფრული სამყაროს “აბორიგენები” (“Digital Natives”).

COVID-19-მა ეს უხილავი დინებები ზედაპირზე ამოიტანა და თუ პანდმიამდე “ციფრული ტრანსფორამცია” სასურველი თრენდი იყო და “რჩეულთა” ფუფუნება, დღეს ის უკვე გადარჩენის ერთადერთი გზაა.

იმისათვის, რომ გავერკვეთ სად ვართ ახლა, ვიპოვოთ ახალი ორიენტირები და დავინახოთ ის ახალი რეალობა (Next Normal), რომელშიც მოგვიწევს ოპერირება, მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის მეგა-თრენდები, აქამდე უხილავი ქვედინებები, რომელიც დღეს ზედაპირზე ამოვიდა და ქმნის ახალ რეალობას.

ამ მიზნით ჩვენი დოკუმენტის პირველ ნაწილში ვახდენთ მიმოხილვას ამ კონტექსტის - მე-4 ინდუსტრიული რევოლუციისა და მისი დისტრაფციული კიბერ-ფიზიკური სისტემების (Cyber-Physical Systems), რომლებზეც აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს ბოლო ათწლეულია. ის არის პარადიგმა, რომელიც აფორმირებს და რადიკალურად ცვლის ჩვენ გარემოს. ასევე, შევეხებით იმ ტრანსფორმაციულ გავლენას, რომელიც მას აქვს ზოგადად საზოგადოებასა და ადამიანებზე.

შემდეგ ნაწილში ჩვენ ვეხებით განათლების სისტემის ტრანსფორმაციას და იმ გამოწვევებს, რომელიც იდგა პანდემიამდე. ასევე, იმ ინოვაციებს, რომელიც ინერგებოდა ამ გამოწვევების საპასუხოდ.

მომდევნო ნაწილი ეძღვნება COVID-19 ეფექტს განთლების სისტემებზე გლობალურად და მიმოვიხილავთ საქართველოს კონტექსტს. ასევე, ადაპტაციის სტრატეგიებს, რომელიც გაჩნდა COVID-19-ის უახლესს გამოწვევების საპირწონედ.

ბოლო ნაწილში ვაჯამებთ მიგნებებს, ვახდენთ საქართველოში პროფესიული სისტემის SWOT ანალიზსა და ვთავაზობთ რეკომენდაციებს, რომელიც მნიშვნელოვანი გვგონია განათლების სისტემის უკეთ ადაპტაციისათვის, ზრდასრულთა განათლებზე კონტექსტში.

სრული ნაშრომის წასაკითხად, გადადით მოცემულ ლინკზე: COVID-19-პროფესიული განათლება და ახალი რეალობა

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.