ახალი ვებ პორტალი dvv.gaen.org.ge

Dvv.gaen.org.ge-ის მთავარი მიზანია, რომ ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ, რაც მათ პიროვნულ ან პროფესიულ განვითარებას ხელს შეუწყობს.

 DVV International საქართველოს ოფისის დაფინანსებით შეიქმნა ვებპორტალი dvv.gaen.org.ge . მისი მთავარი მიზანია, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს იმ საგანმანათლებლო კურსების შესახებ, რომლებიც მათ პიროვნულ, თუ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. აგრეთვე, პორტალი დაინტერესებულ პირებს გააცნობს იმ მოქმედ არაფორმალურ და ზრდასრულთა განათლების ცენტრებს, რომლებიც ქვეყანაში ამჟამად ფუნქციონირებენ. მოცემულ ვებ-გვერდზე, ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი იქნება როგორც რეგიონის, ისე საგანმანათლებლო კურსის ტიპის მიხედვით. ეს მოსახლეობას დაეხმარება, რომ მათთვის საჭირო კონკრეტული მონაცემები, ამ საერთო სივრცეში მოიძიოს და კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს. ამასთან ერთად, ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი ვებსაიტზე, შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი პროფილი თვითნვე ატვირთონ „დაამატე ორგანიზაციაში“ ფუნქციის მეშვეობით. მათ ასევე შეუძლიათ, ის კურსები ატვირთონ რომელსაც მოსახლეობას სთავაზობს.

 პორტალზე შესასვლელად შეგიძლიათ გადახვიდეთ აღნიშნულ ბმულზე : https://dvv.gaen.org.ge/ka ან შეხვიდეთ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის ვებპორტალზე : http://gaen.org.ge/ , სადაც მთავარ გვერდზე DVV International-ის ლოგოზე დაწკაპებით ავტომატურად გადახვალთ https://dvv.gaen.org.ge/ka პორტალზე.

VHS DVV International LogoBMZ Logo