კავკასია და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა

2016 წლიდან DVV International-ის რეგიონული ოფისი თბილისში პასუხისმგებელია კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. DVV International-ის პროგრამა 4 ქვეყანაში ხორციელდება: სომხეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო და კოსოვო. თითოეულ ქვეყანაში წარმოდგენილია ადგილობრივი ოფისები. საქართველოში წარმოდგენილია რეგიონული ოფისიც, რომელიც პასუხისმგებელია რეგიონის მასშტაბით განხორციელებულ აქტივობებსა და თანამშრომლობაზე.

კავკასიაში მუშაობის ზოგადი კონტექსტი და  ძირითადი აქცენტები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კავკასიაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები დაიწყო, რომლებიც ამჟამადაც მიმდინარეობს და გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სტაბილური დემოკრატიული სისტემები და ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა, ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი სომხეთსა და საქართველოში, სიღარიბეში ცხოვრობს, მაღალია უმუშევრობის დონეც.

გარდა ამისა, დასაქმების ბაზარზე ახალი მოთხოვნების გაჩენის პარალელურად, გაჩნდა პროფესიული განათლების აუცილებლობა, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკური და სოციალური განვითარების წინაპირობაა რეგიონში. შესაბამისად, DVV International-ი სომხეთსა და საქართველოში მხარს უჭერს მის პარტნიორებს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორებიდან და ხელს უწყობს ბაზარის მოთხოვნებზე ორიენტირებული არაფორმალური განათლების შესაძლებლობების განვითარებასა და განხორციელებას.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მუშაობის ზოგადი კონტექსტი და  ძირითადი აქცენტები

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, შედარებით ახალგაზრდა სახელმწიფოები, როგორიც არის ბოსნია და ჰერცოგოვინა და კოსოვო, კავკასიის რეგიონის მსგავსი გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე დადგნენ: სიღარიბე, უმუშევრობის მაღალი დონე, მაღალი შრომითი მიგრაცია და  ეთნიკური კონფლიქტები, რომელი ამ რეგიონის მახასიათებელია. 

შესაბამისად, სამხრეთ-აღმოსავლეთის რეიონში მუშაობის ძირითადი მიზნები ზრდასრულთა განათლების არსებული სტრუქტურის მოდერნიზება/განახლებაა. აგრეთვე, ზარდასრულთა განათლების ხელმისაწვდომობისა და შეთავაზებული მომსახურების ხარისხის გაზრდაა. ძირითადი ყურადღება მახვილდება ასპექტებზე, რომელებიც:

  • ქმნის უკეთეს შესაძლებლობებს დასაქმებულთათვის ეროვნულ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე;
  • ავრცელებს ტოლერანტულ ღირებულებებს, როგორც დემოკრატიული და სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტს;
  • შესაძლებელს ხდის სოციალურ ინტეგრაციასა და ჩართულობას, განსაკუთრებით მარგინალური და მოწყვლადი ჯგუფებისათვის.  

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირში ინტეგრაციაც.  სამოქალაქო და საჯარო სექტორიდან ჩვენი პარტიონერების გამოცდილება განსხვავედება იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობებისაგან, რომელიც არსებობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. შესაბამისად, DVV International-ი ხელს უწყობს გამოცილების გაზიარებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ევროკავშირს შორის. სასწავლო ვიზიტების, საერთაშორისო კონფერენციებისა და ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაციის ქსელის მეშვეობით, DVV International-ი ხელს უწყობს ისეთი სისტემის განვითარებას, სადაც ყველას მიუწვდება ხელი საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე, კლასგარეშე მოსამზადებელ განათლებასა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლაზე.  

თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე

რეგიონულ დონეზე DVV International-ი ხელს უწყობს კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილების ურთიერთგაცვლას, ერთობლივი პროექტებით, აქტივობებით, რეგულარული შეხვედრებითა და სხვ.

 

 

VHS DVV International LogoBMZ Logo