DVV International-ის მიმოხილვა

DVV International არის გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის (DVV) საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი. DVV წარმოადგენს გერმანიაში დამატებითი განათლების უმსხვილესი მიმწოდებლის - 900-მდე სახალხო უნივერსიტეტის და მათი სამხარეო კავშირების ინტერესებს.

DVV International, როგორც ზრდასრულთა განათლებისა და განვითარების თანამშრომლობის საკითხებში მოწინავე პროფესიული ორგანიზაცია, აგერ უკვე 50 წელია ზრუნავს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების კონცეფციის განხორციელებაზე. DVV International მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქმნის და ანვითარებს ზრდასრულთა და ახალგაზრდების დამატებითი განათლების მდგრად სტრუქტურებს.

ჩვენ ხელს უწყობთ პროფესიონალურ დიალოგს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამასთან ჩვენ ვთანამშრომლობთ აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის და ევროპის 30 ქვეყნის 200-ზე მეტ სამთავრობო, არასამთავრობო და სამეცნიერო ორგანიზაციასთან. ჩვენი რეგიონალური და ნაციონალური ფილიალები უზრუნველყოფენ ჩვენ ხარისხიან და ეფექტურ საქმიანობას პარტნიორ ქვეყნებში როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ დონეზე. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრა და დაწყებითი განათლება, პროფესიული განათლება, გლობალური და ინტერ-კულტურული სწავლება, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება, მიგრაცია და ინტეგრაცია, ლტოლვილებთან მუშაობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კონფლიქტების პრევენცია და დემოკრატიული განვითარება.

DVV International თავის პროექტებს აფინანსებს გერმანიის საერთაშორისო ეკონომიური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობათა ფედერალური სამინისტროს, ევროკავშირისა და სხვა დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებიდან. ზრდასრულთა განათლების ნაციონალურ, რეგიონალურ და გლობალურ კავშირებთან ერთად DVV International ზრუნავს ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების უფლების ლობირებაზე და ადვოკატირებაზე. ამასთან, ორიენტირებული ვართ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDGs), განათლების გლობალურ დღის წესრიგზე 2030 და UNESCO-ს ზრდასრულთა მსოფლიო კონფერენციაზე (CONFINTEA). DVV International კონფერენციების, სემინარებისა და პუბლიკაციების საშუალებით ხელს უწყობს პროფესიული ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ევროპული და მსოფლიო მასშტაბით.

ჩვენი ხედვა

განათლების საშუალებით ჩვენ ვამარცხებთ სიღარიბეს და ხელს უწყობთ განვითარებას. როგორც მსოფლიო მასშტაბით მოქმედი ზრდასრულთა განათლების პროფესიონალური ორგანიზაცია მოქალაქეებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან ერთობლივად ვაშენებთ დამატებითი განათლების მდგრად სტრუქტურებს. პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად ვქმნით პირობებს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების უფლების განხორციელებისათვის ადგილებზე.

 

 

VHS DVV International LogoBMZ Logo