გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International საქართველოს მიერ დაარსებული გ. მარგველაშვილის სახელობის მე-6 პრიზ

ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების პრიზის გადაცემის საზეიმო

ცერემონიალი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

 

ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების პრიზის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წ. © ლ. მათიაშვილი

2018 წლის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის დაჯილდოების ადგილი გამორჩეული იყო. იგი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართულ პავილიონში გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში ქართველ მწერალს, გერმანისტსა და მთარგმნელს ნაირა გელაშვილს, ქართულ-გერმანული კულტურის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის, გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International საქართველოს ერთობლივი პრემია გადაეცა.

ნაირა გელაშვილის მიღწევებზე ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში განსაკუთრებული ხაზგასმით ისაუბრა გემანელმა გამომცემლმა, იორგ ზუნდერმაიერმა, თბილისში გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ბარბარა ფონ მიუნჰაუზენმა და გერმანელ-ქართველმა ავტორმა და ფილოსოფოსმა, გივი მარგველაშვილმა, ვის სახელსაც ატარებს აღნიშნული პრემია. ბოლოს კი, DVV International-ის კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, მაია ავრამოვსკამ საზეიმოდ გადასცა ჯილდო ნაირა გელაშვილს. პრემიის გადაცემა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის დამწრეთა წინაშე მოხდა, რომელთა შორის იყო საქართველოში გერმანიის ელჩი მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირში.  

თბილისში დაჯილდოება გაიმართება გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით 18 დეკემბერს, გოეთეს ინსტიტუტში. დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვლენ: კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გერმანისტი, ლევან ბრეგაძე და აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი  და მთარგმნელი, გიორგი ლობჟანიძე. 

VHS DVV International LogoBMZ Logo