ცოდნა ზრდასრულთა განათლების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის

DVV International-ის საქართველოს ოფისმა ჩაატარა კვლევა „ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის ცოდნა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის საქართველოში“.

2019 წლის ივნისში, DVV International-ის საქართველოს ოფისმა ჩაატარა კვლევა „ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის ცოდნა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის საქართველოში“. კვლევა მიზნად ისახავდა, გამოევლინა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ცოდნა,დამოკიდებულება და საჭიროებები ზრდასრულთა განათლების სფეროში. ამისათვის, კვლევითმა ჯგუფმა შექმნა თვითადმინისტრირებადი კითხვარი და ჩაატარა ინტერვიუ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან.

მონაცემების თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს დადებითი დამოკიდებულება აქვთ ზრდასრულთა განათლების მიმართ, საუბრობენ მის მნიშვნელობაზე და სურთ რომ დაესწრონ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ  ტრენინგებს. თუმცა, შედეგებმა აჩვენა, რომ მათი ცოდნა ზრდასრულთა განათლების შესახებ არ არის სისტემური და უფრო მეტად ემყარება იმას თუ რა სმენიათ, ვიდრე იმაზე თუ რა უსწავლიათ. ასევე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს არ აქვთ ინფორმაცია ზრდასრულთა განათლების პოლიტიკის დონეზე რეგულირებისა და მისი განხორციელების შესახებ. და ბოლოს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ზემოთ აღნიშნული თემატიკა არ არის პრიორიტეტული და არ აქვთ გეგმავენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას  ზრდასრულთა განათლების განვითარებისთვის.    

კვლევის საბოლოო ანგარიში იხილეთ პრეზენტაციის ფაილში.

უფრო სიღრმისეული დეტალებისთვის, იხილეთ კვლევა „რესურსების“ სექციაში.

VHS DVV International LogoBMZ Logo