ოქტომბერი 2018

გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International მიერ დაარსებული გ. მარგველაშვილის სახელობის მე-6 პრიზი

გივი მარგველაშვილის პრემიის გამარჯვებული ნაირა გელაშვილი (ცენტრში), თბილისში გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International-ის წარმომადგენლებთან, საქართველოში გერმანიის ელჩ, ჰუბერტ ქნირშსა (მარცხნიდან მესამე) და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული პავილიონის სხვა სტუმრებთან ერთად 2018 წლის 10 ოქტომბერს. © ლელა მათიაშვილი

This year’s award ceremony for the Givi Margvelashvili price took place at a very special location

2018 წლის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის დაჯილდოების ადგილი გამორჩეული იყო. იგი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართულ პავილიონში გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში ქართველ მწერალს, გერმანისტსა და მთარგმნელს ნაირა გელაშვილს, ქართულ-გერმანული კულტურის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის, გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International საქართველოს ერთობლივი პრემია გადაეცა.

ნაირა გელაშვილის მიღწევებზე ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში განსაკუთრებული ხაზგასმით ისაუბრა გემანელმა გამომცემლმა, იორგ ზუნდერმაიერმა, თბილისში გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ბარბარა ფონ მიუნჰაუზენმა და გერმანელ-ქართველმა ავტორმა და ფილოსოფოსმა, გივი მარგველაშვილმა, ვის სახელსაც ატარებს აღნიშნული პრემია. ბოლოს კი, DVV International-ის კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, მაია ავრამოვსკამ საზეიმოდ გადასცა ჯილდო ნაირა გელაშვილს. პრემიის გადაცემა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის დამწრეთა წინაშე მოხდა, რომელთა შორის იყო საქართველოში გერმანიის ელჩი მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირში.  

VHS DVV International LogoBMZ Logo