სექტემბერი 2018

ტაჯიკი კოლეგების სასწავლო ვიზიტი საქართველოში

ა. წ. 17-22 ივლისს DVVI საქართველოს ოფისმა უმასპინძლა ტაჯიკი კოლეგების დელეგაციას. ვიზიტის მიზანი საქართველოში ზრდასრულთა ცენტრების დაფუძნების გამოცდილების უკეთ გაცნობა იყო.

ტაჯიკ სტუმართა შორის იყვნენ DVVI ტაჯიკეთის ოფისის დირექტორი და რამდენიმე ადგილობრივი  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდნენ DVVI საქართველოს ოფისისა და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის თანამშრომლებს და განიხილეს ზრდასრულთა განათლების საკითხები, მათ შორის, ზრდასრულთა განათლების ცენტრების საუკეთესო მაგალითები. ტაჯიკი კოლეგები ესტუმრნენ ზრდასრულთა განათლების ცენტრებს ქვემო ქართლის, სამეგრელოს და კახეთის რეგიონებში. მათ აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს საექსკურსიო და კულტურულ პროგრამაში.

„ძალიან სასარგებლო ვიზიტი გამოვიდა. ჩვენი სურვილია საქართველოში არსებული ზრდასრულთა განათლების ცენტრების მოდელი ტაჯიკეთშიც დავნერგოთ. საქართველოში ბევრი რამ ვისწავლეთ, და მიღებული ცოდნა და გამოცდილება ამ პროცესში უთუოდ გამოგვადგება. იმედია, ქართველი კოლეგები საექსპერტო დახმარებას კვლავაც გაგვიწევენ “ - თქვა DVVI ტაჯიკეთის ოფისის დირექტორმა ზარინა ხალიკოვამ.

VHS DVV International LogoBMZ Logo