სექტემბერი 2018

გერმანული ორგანიზაციის”მუშაობა და ცხოვრება“ ვიზიტი DVVI საქართველოს ოფისში

„მუშაობა და ცხოვრება“ არის გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის გაერთიანებული პროფესიული კავშირები (DGB) და გერმანიის ზრდასრულთა განათლების ასოციაცია (DVV). ორგანიზაციის მიზანია ხელი შევუწყოთ ადამიანების მუშაობისა და ცხოვრების წესის სოციალური სამართლიანობის, თანაბარი შესაძლებლობებისა, სოლიდარობის და დემოკრატიული კულტურის კრიტერიუმების შესაბამისად განვითარებას.

პროგრამის „შემეცნებითი შვებულება 2018“ ფარგლებში აგვისტოს თვეში  განხორციელდა ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მისი 20 მონაწილე საქართველოში მომუშავე გერმანულ ორგანიზაციებს ეწვივნენ.

ერთერთი ასეთი შეხვედრა DVVI საქართველოს ოფისში შედგა. სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია DVVI-ს პროექტების შესახებ და ნახეს ფილმი „DVVI – 15 წელი საქართველოში“.. ამის შემდეგ შედგა დისკუსია, რომლის დროსაც სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს ისტორიის, თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობისა და იმ დემოკრატიული ცვლილებების მიმართ, რომელიც  ქვეყანაში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ განხორციელდა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოში ზრდასრულთა განათლების საკითხებს და DVVI-ს მიერ დაარსებული ზრდასრულთა განათლების ცენტრების მუშაობას.

VHS DVV International LogoBMZ Logo