• ზრდასრულთა განათლების ფესტივალი, თბილისი, 2016 © ნანა ჭაბუკიანი

  • ევროპის დღეზე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი კოდის სათემო განათლების ცენტრის პავილიიონში, თბილისი, 2017 © ლელა მათიაშვილი

  • სტრიტ არტი. პროექტ "აქტიური ცხოვრებისათვის" ფარგლებში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა, თბილისი, 1 ოქტომბერი, 2015, © ნანა ჭაბუკიანი

  • სტრიტ არტი. პროექტ "აქტიური ცხოვრებისათვის" ფარგლებში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა, თბილისი, 1 ოქტომბერი, 2015, © ეთუნა ჩუბინიძე

  • ყანწის დამზადების კურსი, შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი, 2012, © დუბა ბორგა

  • ტრენინგების ბოლო დღე პროექტ "ახალგაზრდა ბლოგერები სამხრეთ კავკასიიდან", თბილისი, 2015, © ნანა ჭაბუკიანი

  • თანამედროვე ხელოვნების ცენტრის გამოფენა, © CCA

  • მოდების ჩვენება "იყო და არა იყო კონფლიქტი: ხელოვნება ნდობის აღდგენისათვის" პროექტის მონაწილეების მიერ, თურქეთი, 2014 © სოფო მიმინოშივლი

  • ინტერვიუ გიორგი ზათიაშვილთან © ნინუცა ბაგრატიშვილი

  • "ხალხი მოძრაობაში" პროექტის ფარგლებში კოდის სათემო განათლების ცენტრში სოცილაური საწარმოს გახსნა, 2017 © ლელა მათიაშვილი

ჩვენს შესახებ

DVV International-ის საქართველოს ოფისი 2002 წლიდან მუშაობს

 

საქართველოში DVV International-ი განათლებას სიღარიბის დაძლევის, აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის და მდგრადი განვითარების ინსტრუმენტად მიიჩნევს.

 

წლების განმავლობაში  DVV International-ი  მრავალკომპონენტიან სტრატეგიას მიმართავს: ერთი მხრივ, ის საგანმანათლებლო სექტორის და ზრდასრულთა განათლების პროვაიდერების ინსტიტუციურ განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო მეორე მხრივ, თვითონ ახორციელებს პროექტებს, რომლებიც დასაქმებასა და სიღარიბის დაძლევას ემსახურება. ამავე დროს ცდილობს, მეტი პოლიტიკური ყურადღება მიაპყროს ზრდასრულთა განთლებისა და განვითარების საკითხებს.  

როგორც მოწინავე ორგანიზაცია ზრდასრულთა განათლებაში, DVV International-ი მოწოდებულია, ამ სფეროს პრინციპები, ღირებულებები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები საქართველოში დაამკვიდროს, რათა განათლებისა და განვითარების  მეტი შესაძლებლობა შეუქმნას ადგილობრივ მოსახლეობას, თემებს და მთლიანად ქვეყანას.

DVV International-ის მიზანია საქართველოში ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება.  ამ მიზნის მისაღწევად ზრდასრულთა განათლების ევროპული მოდელის (მეტწილად, გერმანული სახალხო უნივერსიტეტების მოდელის) შემოტანა და საქართველოს მოთხოვნებზე ადაპტირება განხორციელდა. დღეს ქვეყანაში  ზრდასრულთა განათლების 10 ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს და წელიწადში 8000-ზე მეტ ადამიანს სთავაზობს მრავალმხრივ საგანმანათლებლო სერვისებს.

DVV International-ის საქართველოს ოფისი თავის პროექტებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირისა და გაეროს სააგენტოების დაფინანსებით ახორციელებს.   

 

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

 

  • სიღარიბის დაძლევა პროფესიული განათლების, კარიერული ზრდისა და დასაქმების  პროგრამების მეშვეობით
  • მცირე ბიზნესისა და სამეწარმეო უნარების შეძენა-განვითარების პროგრამები
  • სამოქალაქო განათლება
  • განათლება კულტურის სფეროში
  • ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროექტები
  • ქსელური მუშაობა
  • ზრდასრულთა განათლების პროვაიდერებისა და ტრენერების გადამზადება და მათი პროფესიული შესაძლებლობების გაზრდა; ზრდასრულთა პროგრამების შემუშავება და მათი ჩართვა ეროვნულ სასწავლო გეგმებში
  • ქვეყანაში ზრდასრულთა განათლების  საკითხების ადვოკატირება და ლობირება ამ სფეროს ცნობადობის გაზრდის  მიზნით და მისი, როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების განუყოფელი ნაწილის აღიარების ხელშეწყობა 
  • ზრდასრულთა განათლების ინტერნაციონალიზაცია ევროპული ექსპერტიზისა და გამოცდილების გაზიარების,  ქართულ-ევროპული ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით

 

 

ზრდასრულთა განათლების ფესტივალი

ფესტივალი ზრდასრულთა განათლების პოპულარიზებისათვის

ახალგაზრდა ბლოგერები სამხრეთ კავკასიიდან

ახალგაზრდა ბლოგერები

თეატრის მტვერით მოწამლულები

მიუხედავად ცუდი სამუშაო პირობებისა და ტექნიკური ინვენტარის ნაკლებობისა, ლაგოდეხის საზოგადოე

HUGO

VHS DVV International LogoBMZ Logo