ქართულ-გერმანული კულტურული პრემია

გივი მარგველაშვილის დაჯილდოების ცერემონია, თბილისი, 2012

 

გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია, რომელიც დაარსდა  2012 წელს DVVI-ის და გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით, ყოველწლიურად გაიცემა ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 2012-2017 წლებში პრემიის ლაურიატები, გახდნენ თავად მწერალი გივი მარგველაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, დავით ლორთქიფანიძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ლაშა ბაქრაძე, ახალგაზრდა ქართულ-გერმანული მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი და პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი.

მიმდინარე წელს პრემია გადაეცემა მწერალს,  გერმანისტს, მთარგმნელს და პოლიტიკურ აქტივისტს, ნაირა გელაშვილს. პრემიის გადაცემის ცერემონიალი გაიმართება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, სადაც საქართველო წელს სტუმარი ქვეყნის როლშია.

VHS DVV International LogoBMZ Logo