DVV International-ის საგრანტო პროგრამა „ინოვაცია ზრდასრულთა განათლებაში“

 

DVV International-ი 2013 წლიდან ახორციელებს საგრანტო პროგრამას „ინოვაცია ზრდასრულთა განათლებაში“, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ორგანიზაციების ნოვატორულ ინიციატივებს ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სფეროში. ყოველწლიურად კონკურსის საფუძველზე  ოთხი ყველაზე წარმატებული პროექტი შეირჩევა. პროექტები, მართალია, მცირე მასშტაბიანია, მაგრამ ისინი ახალ შესაძლებლობებს აწვდიან ადგილობრივ თემებს, პირობებს უქმნიან განვითარებისთვის და  მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებენ. 

პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტებია:

 

 

გრანტის მიმღები

პროექტის სახელწოდება

განხორციელების ადგილი

წელი

პროექტის მოკლე

აღწერა

მედია ინოვაციების ფონდი (MIF)

ვიზუალური თხრობის სკოლა

ბათუმი, ახალციხე,  მარნეული

2018

ტრენინგები ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტებისათვის კომიქსებისა და ანიმაციების, როგორც აქტივიზმის მეთოდის გამოყენებაზე

 

ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის

მშობლობა, როგორც პროფესია

მცხეთის მუნიციპალიტეტი

2018

მშობლების სკოლა და სასწავლო ვიდეოები მშობლობაზე, აღზრდის პოზიტიურ მეთოდებზე, მშობლების როლზე ბავშვთა ცხოვრებაში

 

ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილი“

კარტოფილის წარმოების თანამედროვე ინოვაციური მიდგომები

ახალქალაქი,  ნინოწმინდა

2018

ტრენინგები, საინფორმაციო ბროშურები და ვიდეო-რგოლები კარტოფილის წარმოების თანამედროვე მეთოდების შესახებ

 

შემეცნებით ინტერაქტიული მუზეუმი „შუქურა“

მზის სამზარეულო ანუ პარაბოლოიდური მზის „შუქ-ქურა“

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

2018

სამუშაო შეხვედრები მზის ენერგიის გამოყენებაზე და მზის შუქ-ქურის დამზადება

 

ArtArea

საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა

თბილისი

2017

ქართველი ექსპერტების მიერ ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეო-ჩანაწერების ელექტრონული ბაზის შექმნა

 

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF)

ჟურნალისტური კომიქსების სკოლა

მარნეული, ქუთაისი, ახალციხე, ბათუმი

2017

ტრენინგები მოქმედი ან მომავალი ჟურნალისტებისთვის კომიქსების, როგორც სოციალური პრობლემების გაშუქების მეთოდის შესწავლაზე

 

განათლება დემოკრატიისთვის (EFD)

დასაქმების ინოვაციური მეთოდოლოგია -“Employment Shuttle”  ზრდასრულთა განათლებისთვის

თბილისი

2017

უმუშევართა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა საქართველოში

“Employment Shuttle”  მეთოდის გამოყენებით

ინოვაციური განათლების ეროვნული ფონდი  (FINE)

გენდერული პრობლემების სოციალიზაცია

თბილისი

2017

ტრენინგებისა და არტ-თერაპიის ციკლი გენდერული თანასწორობის საკითხებზე

 

მარიანი

ზრდასრულთა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის

თბილისი

2016

ტრენერთა გზამკვლევის შემუშავება, თუ როგორ უნდა გაიზარდოს უსინათლო და მცირემხედველი პირების ჩართულობა არაფორმალურ განათლებაში

სტუდია-99

თეატრის მტვრით მოწამლულები

ლაგოდეხი

2016

დოკუმენტური ფილმი ზრდასრულთა განათლების შესახებ ლაგოდეხის სახალხო თეატრის მსახიობების მაგალითზე

განათლებისა და დასაქმების ცენტრი

გეოდეზისტთა გადამზადება და დასაქმება

თბილისი

2016

ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული კურსები გეოდეზისტებისთვის

ალიანსი საზოგადოების წინსვლისთვის

გენდერი და ადრეული ქორწინება

მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, თბილისი

2016

 ტრენინგები გენდერული თანასწორობისა და ადრეულ ქორწინების შესახებ ქვემო ქართლსა და თბილისში 

 

VHS DVV International LogoBMZ Logo