ცოდნის კიდობანი

ტრენინიგი მოდერაციაში DVVI-ის ოფისში, თბილისი, აპრილი, 2018

ტრენინგები მოდერაციის/ფასილიტაციის უნარ-ჩვევებში და ვიზუალურ კომუნიკაციასა და გრაფიკულ ფასილიტაციაში

 

DVV International-ის საქართველოს ოფისმა 2018 წელს დაიწყო ახალი პროექტიცოდნის კიდობანი, რომელიც მიზნად ისახავს ზრდასრულთა განათლების სფეროში არსებული ინოვაციური და კრეატიული მეთოდების დანერგვას საქართველოში. მიმდინარე წელს პროექტი ითვალისწინებს  ტრენინგების ჩატარებას საჯარო დისკუსიებისა და დებატების მოდერაციისა და ფასილიტაციის უნარ-ჩვევებში და ასევე ვიზუალური კომუნიკაციისა და გრაფიკული ფასილიტაციის უნარებში. ტრენინგების დასასრულს მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ რეგიონებში სხვადასხვა აქტუალურ თემებზე გამართულ საჯარო დისკუსიებსა და დებატებში და პრაქტიკულად გამოსცადონ ტრენინგების ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

ა.წ. აპრილის თვეში უკვე ჩატარდა მოდერაციისა და ფასილიტაციის ტრენინგის პირველი ეტაპი, რომელსაც უძღვებოდა  ცვლილებებისა და კონფლიქტის მართვის ცენტრის (Center for Change and Conflict Management)  პარტნიორები-საქართველო-ს ტრენერები. ტრენინგის მომდევნო ეტაპს, 12-14 ივნისს, ჩაატარებს გერმანული ორგანიზაცია OSB International Systemic Consulting. ტრენინგში მონაწილეობას იღებს 25-35 წლის 15 ახალგაზრდა თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

DVV International ივლისის თვეში ასევე დაგეგმილი აქვს უნიკალური დაწყებითი კურსი „ვიზუალიზაციის ოსტატი“ (Scribing Master). ეს არის პროგრამა მათთვის, ვინც დაინტერესებულია შექმნას გამომსახველი ნახატები, ტექსტები და შაბლონები ტრენინგების, პრეზენტაციების, მოლაპარაკებებისა და გამოსვლებისთვის. სკრაიბინგი, ანუ გრაფიკული ასახვა (graphic recording) - ეს არის კონფერენციების, ფორუმების სპიკერების გამოსვლების, ორგანიზაციების ნებისმიერი მნიშვნელოვანი ღონისძიებების ვიზუალური ასახვის საშუალება. ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ ტრენერებს, მოდერატორებს/ფასილიტატორებს, კოუჩებს, კონსულტანტებს, ფსიქოლოგებსა და მენეჯერებს.

 

 

VHS DVV International LogoBMZ Logo