ტრენინგებისა და დასაქმების ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში (TESI)

ავეჯის დამზადების კურსი ამბრლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, მატრი, 2018
© ნანა სოხაძე

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული,  30 თვიანი პროექტი ხორციელდება DVV International - საქართველო-ს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (სიდა) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) მიერ.

მსჯავრდებულების, ყოფილი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდებისადმი სოციალური სტიგმისა და იზოლაციის შესამცირებლად, მათი უნარებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, აღნიშნული პროექტი  სამიზნე ჯგუფს საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას სთავაზობს, რათა  მათი შესაძლებლობები შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს გაუთანაბრდეს.

ამ მიმართულებით  სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებული თანამშრომლობა სამიზნე ჯგუფის შესაძლებლობების გაზრდაზე ორიენტირებული მიდგომების გამონახვის საშუალებას გვაძლევს. ეს ყოფილი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდებისთვის ადექვატური მხარდაჭერის შესაძლებელობას ზრდის და,  თავის მხრივ, ხელს უწყობს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან მათი პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამისობაში მოყვანას. 

მიზანი: 

პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარება ყოფილი და      ამჟამინდელი მსჯავრდებულების, განრიდებული და პირობითი  მსჯავრის მქონე  პირებისა და  მათი ოჯახებისთვის - სახელმწიფოს,  კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.

საქმიანობები: 

  • ბენეფიციართა საჭიროებებისა და შესაძლებლობების ანალიზი;
  • დასაქმების ბაზრის კვლევა;
  • არსებული საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების ეფექტიანობის ანალიზი;
  • დასაქმების ხელშეწყობის სქემის განვითარება; 
  • საზოგადოებისა და ადგილობრივი მედიის ინფორმირებულობის გაზრდა;
  • დიალოგის გაუმჯობესება სახელმწიფოს, ბიზნეს სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის

მომსახურებები ბენეფიციართათვის:

  • არაფორმალური განათლება (პიროვნული განვითარება და ცხოვრებისეული უნარები);
  • მოკლევადიანი პროფესიული კურსები (2-5თვე);
  • მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების პროგრამა (სწავლების პარალელურად პრაქტიკის უზრუნველყოფა);
  • მცირე გრანტების პროგრამა;
  • დასაქმების ხელშეწყობა კერძო, სახელმწიფო და ბიზნეს სექტორში

 

 

VHS DVV International LogoBMZ Logo