Page 6 - Tvisobrivi kvleva__GEORGIA_GEO
P. 6

წინამდებარე,  ზრდასრულთა  განათლების  თვი-
                                                                  სებრივი  კვლევა  საქართველოში  განათლების  ამ
                                                                  სექტორში  არსებული  მიმდინარეობების,  მოვლე-
                                                                  ნების,  გამოწვევებისა  და  პრობლემების  ანალიზის
                                                                  პირველი  მცდელობაა.  კვლევა  საკვანძო  გამოწვე-
                                                                  ვებს განსაზღვრავს და ზრდასრულთა განათლების
                                                                  რეფორმირების  გზებს  გვთავაზობს  უფრო  განათ -
                                                                  ლებული  და  თანასწორი  საზოგადოების  ჩამოსაყა-
                      ლალი სანთელაძე                              ლიბებლად. ზრდასრულთა სწავლა-განათლების თა-
                                                                  ნამონაწილეობითი, ინკლუზიური და ჰოლისტიკური
                      სახალხო უნივერსიტეტთა
                      გერმანული ასოციაციის                        კურიკულუმი მიზნად უნდა ისახავდეს დასაქმების,
                      საერთაშორისო  თანამშრომლობის                სოციალური ერთიანობისა და აქტიური მოქალაქეო-
                      ინსტიტუტის (DVV International)              ბის ხელშეწყობას და კეთილდღეობისაკენ უკვალა-
                      საქართველოს ოფისის დირექტორი                ვდეს გზას მთლიანად ქართულ საზოგადოებას.
                                                                    საქართველოში განათლების სექტორში განხორ-
                                                                  ციელებული  მრავალწლიანი  რეფორმებისა  და
                                                                  არაერთი  მიღწევის  მიუხედავად,  ზრდასრულთა
                                                                  განათლება კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ-
                                                                  განვითარებული სექტორია. ის ან ისევ მხედველობის
                                                                  მიღმა რჩება, ან მხოლოდ და მხოლოდ პროფესიუ-
                                                                  ლი  განათლების  კონტექსტში  განიხილება,  რაც,
                                                                  ორივე  შემთხვევაში,  მის  ჭეშმარიტ  პოტენციალს
                                                                  აკნინებს  და  მისი  სარგებლის  ხელმისაწვდომობას
                                                                  ზღუდავს საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის.
                                                                  მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და ზრდას-
                                                                  რულთა  განათლების  კონცეფციებს  ჯერაც  გადა-
                                                                  სალახი აქვთ თაობათაშორისი საზღვრები, ამ კონ-
                                                                  ცეფციებმა  მრავალკომპონენტიან  სწავლა-განათ-
                                                                  ლებას  უნდა  შეუწყონ  ხელი.  ამიტომ,  უმნიშვნე-
                                                                  ლოვანესია  ზრდასრულთა  განათლების  ახალი
                                                                  მოდელის  დანერგვა,  რაც  არა  მხოლოდ  პიროვნე-
                                                                  ბის  აღჭურვას  გულისხმობს  საკვანძო  სა მუშაო
                                                                  უნარებით,  არამედ  სამეწარმეო  სულისკვეთების,
                                                                  კულტურული  განვითარების,  სამოქალაქო  პასუ-














              4  გერმანიის ზრდასრულთა განათლების ასოციაცია  │ DVV International
   1   2   3   4   5   6   7   8   9   10   11