DVV International-ის საგრანტო პროგრამა „ინოვაცია ზრდასრულთა განათლებაში“

DVV International-ი 2013 წლიდან ახორციელებს საგრანტო პროგრამას „ინოვაცია ზრდასრულთა განათლებაში“, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ორგანიზაციების ნოვატორულ ინიციატივებს ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სფეროში. ყოველწლიურად კონკურსის საფუძველზე ოთხი ყველაზე წარმატებული პროექტი შეირჩევა. პროექტები, მართალია, მცირე მასშტაბიანია, მაგრამ ისინი ახალ შესაძლებლობებს აწვდიან ადგილობრივ თემებს, პირობებს უქმნიან განვითარებისთვის და მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებენ.
პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტებია:
გრანტის მიმღები | პროექტის სახელწოდება | განხორციელების ადგილი | წელი | პროექტის მოკლე აღწერა |
მედია ინოვაციების ფონდი (MIF) | ვიზუალური თხრობის სკოლა | ბათუმი, ახალციხე, მარნეული | 2018 | ტრენინგები ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტებისათვის კომიქსებისა და ანიმაციების, როგორც აქტივიზმის მეთოდის გამოყენებაზე
|
ასოციაცია „საზოგადოების კეთილდღეობისთვის“ | მშობლობა, როგორც პროფესია | მცხეთის მუნიციპალიტეტი | 2018 | მშობლების სკოლა და სასწავლო ვიდეოები მშობლობაზე, აღზრდის პოზიტიურ მეთოდებზე, მშობლების როლზე ბავშვთა ცხოვრებაში
|
ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილი“ | კარტოფილის წარმოების თანამედროვე ინოვაციური მიდგომები | ახალქალაქი, ნინოწმინდა | 2018 | ტრენინგები, საინფორმაციო ბროშურები და ვიდეო-რგოლები კარტოფილის წარმოების თანამედროვე მეთოდების შესახებ
|
შემეცნებით ინტერაქტიული მუზეუმი „შუქურა“ | მზის სამზარეულო ანუ პარაბოლოიდური მზის „შუქ-ქურა“
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი | 2018 | სამუშაო შეხვედრები მზის ენერგიის გამოყენებაზე და მზის შუქ-ქურის დამზადება
|
ArtArea | თბილისი | 2017 | ქართველი ექსპერტების მიერ ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეო-ჩანაწერების ელექტრონული ბაზის შექმნა
| |
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) | მარნეული, ქუთაისი, ახალციხე, ბათუმი | 2017 | ტრენინგები მოქმედი ან მომავალი ჟურნალისტებისთვის კომიქსების, როგორც სოციალური პრობლემების გაშუქების მეთოდის შესწავლაზე
| |
განათლება დემოკრატიისთვის (EFD) | დასაქმების ინოვაციური მეთოდოლოგია -“Employment Shuttle” ზრდასრულთა განათლებისთვის | თბილისი | 2017 | უმუშევართა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა საქართველოში “Employment Shuttle” მეთოდის გამოყენებით |
ინოვაციური განათლების ეროვნული ფონდი (FINE) | თბილისი | 2017 | ტრენინგებისა და არტ-თერაპიის ციკლი გენდერული თანასწორობის საკითხებზე
| |
მარიანი | თბილისი | 2016 | ტრენერთა გზამკვლევის შემუშავება, თუ როგორ უნდა გაიზარდოს უსინათლო და მცირემხედველი პირების ჩართულობა არაფორმალურ განათლებაში | |
სტუდია-99 | ლაგოდეხი | 2016 | დოკუმენტური ფილმი ზრდასრულთა განათლების შესახებ ლაგოდეხის სახალხო თეატრის მსახიობების მაგალითზე | |
განათლებისა და დასაქმების ცენტრი | თბილისი | 2016 | ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული კურსები გეოდეზისტებისთვის | |
ალიანსი „საზოგადოების წინსვლისთვის“ | მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, თბილისი | 2016 | ტრენინგები გენდერული თანასწორობისა და ადრეული ქორწინების შესახებ ქვემო ქართლსა და თბილისში |