DVV International- ის მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
როგორც ამ ვებსაიტის ოპერატორები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას.
ჩვენი სისტემა ავტომატურად აგროვებს ზოგად მონაცემებსა და ინფორმაციას, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებსაიტს და სარგებლობთ მის მიერ შემოთავაზებული სერვისებით. ეს მოიცავს, მაგალითად, გამოყენებული ბრაუზერის ტიპს, ვიზიტის თარიღსა და დროს, ან ინტერნეტ-პროტოკოლის მისამართს (IP მისამართი). DVV International არ ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირებას ამ მონაცემების საფუძველზე. მონაცემები გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის და არის ანონიმური.
თუ ჩვენს ვებსაიტზე ავსებთ საკონტაქტო ან სხვა ფორმას, თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ თქვენი მოთხოვნის დასამუშავებლად. თქვენი თანხმობის გარეშე მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ DVV International-ის დეტალურ და იურიდიულად სავალდებულო მონაცემთა დაცვის პოლიტიკას (ინგლისურ ენაზე). ეს ტექსტი წარმოადგენს თარგმანს და გამოიყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ არის იურიდიულად სავალდებულო.