DVV International-ის მიმოხილვა

DVV International ახორციელებს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV) საერთაშორისო საქმიანობას. DVV გერმანიაში ზრდასრულთა განათლების უმსხვილეს მიმწოდებელია და წარმოადგენს 850-მდე ზრდასრულთა განათლების ცენტრის (Volkshochschulen) და მათი სამხარეო კავშირების ინტერესებს.

DVV International, როგორც ზრდასრულთა განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში მოწინავე პროფესიული ორგანიზაცია, უკვე 50 წელია ზრუნავს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების კონცეფციის მხარდაჭერაზე. DVV International მსოფლიო მასშტაბით მხარდაჭერას უწევს ახალგაზრდებისა და ზრდასრულთა განათლების მდგრადი სტრუქტურების შექმნასა და განვითარებას.

ჩვენ ხელს ვუწყობთ დიალოგს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის და ევროპის 30 ქვეყნის 200-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, სახელისუფლებო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლობასთან. ჩვენი რეგიონალური და ეროვნული ფილიალები უზრუნველყოფენ ხარისხიან და ეფექტურ საქმიანობას პარტნიორ ქვეყნებში, როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ დონეზე. ჩვენი საქმიანობა ფოკუსირებულია წიგნიერების და საბაზისო განათლების, პროფესიული განათლების, გლობალური და ინტერ-კულტურული სწავლების, გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების, მიგრაციის და ინტეგრაციის, ლტოლვილებთან მუშაობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კონფლიქტების პრევენციის და დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.

DVV International თავის პროექტებს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო ურთიერთობათა ფედერალური სამინისტროს, ევროკავშირისა და სხვა დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით. ზრდასრულთა განათლების ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ კავშირებთან ერთად DVV International ზრუნავს ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების უფლების ლობირებასა და ადვოკატირებაზე. ამასთან, ორიენტირებული ვართ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDGs), განათლების გლობალურ დღის წესრიგზე 2030 და UNESCO-ს ზრდასრულთა მსოფლიო კონფერენციაზე (CONFINTEA). DVV International კონფერენციების, სემინარებისა და პუბლიკაციების საშუალებით ხელს უწყობს პროფესიული ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ევროპული და მსოფლიო მასშტაბით.

ჩვენი ხედვა

განათლების საშუალებით ჩვენ ვებრძვით სიღარიბეს და ხელს ვუწყობთ განვითარებას. როგორც მსოფლიო მასშტაბით მოქმედი ზრდასრულთა განათლების პროფესიონალური ორგანიზაცია, მოქალაქეებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და მთავრობებთან ერთად, ჩვენ ვაშენებთ მდგრად სისტემას შემდგომი განათლებისთვის. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობასთან ერთად, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის.