DVV International საქართველო
ჩვენს შესახებ
DVV International საქართველოს წარმომადგენლობა 2002 წელს დაარსდა. მას შემდეგ, ორგანიზაცია საქართველოში ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების (ALE) განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაერთ პროექტსა და ინიციატივას ახორციელებს.
DVV International საქართველოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების განვითარების ხელშეწყობა – პოლიტიკის, სტრატეგიების, საკანონმდებლო ჩარჩოსა და დაფინანსების საკითხებზე კონსულტაციების გაწევისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით.
- ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების სფეროს შესაძლებლობების გაძლიერება – ზრდასრულთა განათლების სპეციალისტების პროფესიული განვითარების პროგრამების მხარდაჭერითა და სფეროში მოქმედი ორგანიზაციების გაძლიერებით.
- ინოვაციური მიდგომების დანერგვა – ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებით, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანებისა და ადგილობრივი თემების ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას.
DVV International საქართველოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) და ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 15 ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების (ALE) ცენტრის შექმნის ხელშეწყობა. აღნიშნული ცენტრები ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის პროფესიულ და სამეწარმეო განათლებას, ფინანსური წიგნიერების, პიროვნული განვითარების, სამოქალაქო და კულტურული განათლების მიმართულებებით.