„ისტორიის კონკურსი ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ DVV International-ისა და კორბერის ფონდის (Körber foundation) ერთობლივი პროექტია, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც სათაურიდანაც ირკვევა, პროექტი აღმოსავლეთ ევროპის 4 ქვეყანაში მიმდინარეობს - ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. მისი მიზანი ამ ოთხ ქვეყანაში ისტორიის კონკურსების მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაა აღნიშნულ სფეროში.
პროექტის განხორციელებისას DVV International-ის საქართველოს ოფისი ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, კერძოდ: საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციასთან (GAHE) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან (SovLab). ეს ორგანიზაციები ერთობლივად პირველად ჩაატარებენ ამ ტიპის ისტორიის კონკურსს ქვეყანაში.
„ახალგაზრდობა 20th საუკუნის საქართველოში” არის 2017-2018 წლის გამოშვების თემა. 15-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს მთელი საქართველოს სკოლებიდან შეუძლიათ „აწარმოონ გათხრები იქ, სადაც დგანან“ და თავიანთ გარემოში დაიწყონ კვლევა. მათ შეუძლიათ, გამოკითხონ საკუთარი ბებია-ბაბუები, მშობლები, მეზობლები ან ოჯახის მეგობრები და გაიგონ, თუ როგორ ატარებდნენ ისინი თავიანთ ახალგაზრდობას გასულ საუკუნეში. ფოტოები, წერილები, სტატიები და ძველი ბილეთებიც კი, დაგვეხმარება წარსულის აღმოჩენაში.
2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის აპრილამდე სტუდენტებს შეუძლიათ, თავიანთი ნამუშევრები სხვადასხვა ფორმით გაგზავნონ. ეს შეიძლება იყოს: ესეები, პოსტერები, ფოტო-კოლექცია, მოკლე ვიდეოები, ანიმაციები.
პროექტი საქართველოში კულმინაციას 2018 წლის 22 ივნისს მიაღწევს, როდესაც თბილისში, მწერლის სახლში, გამარჯვებულებისთვის პრიზების გადაცემის ცერემონიალი ჩატარდება.