DVV International in Georgia

ზრდასრულთა განათლების ცენტრები საქართველოში

ჩვენს შესახებ

DVV International-ის საქართველოს ოფისი 2002 წელს დაფუძნდა. იმის გათვალისწნებით, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ქვეყნის ახალგაზრდა საბაზრო ეკონომიკაში ინტეგრირებული, განათლებას სიღარიბის დაძლევისთვის, აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობასა და მდგრად განვითარებას მოწინავე ადგილი უჭირავს DVVI-ის დღის წესრიგში.

წლების განმავლობაში, DVVI სამმაგ სტრატეგიას მიმართავს: ერთი მხრივ, ის საგანმანათლებლო სექტორის ინსტიტუციურ განვითარებასა და შესაბამისი აქტორების განვითარებას უწყობს ხელს. მეორე მხრივ, DVVI ახორციელებს პროექტებს, რომლებიც სიღარიბესა და მდგრად გარემოს ეხება. ამავე დროს, DVV International ცდილობს მეტი ყურადღება მიაპყროს ზრდასრულთა განათლებისა და განვითარების საკითხებს, რომელსაც ხშირად სათანადო ყურადღება არ ექცევა.”

DVV International-ი, როგორც მოწინავე ორგანიზაცია AE-ის სფეროში, ცდილობს საქართველოში დაამკვიდროს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის (LLL) პრინციპები, ღირებულებები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა გამოიყენონ შესაძლებლობები საკუთარი თავისთვის, საზოგადოებისთვისა და მთელი ქვეყნისთვის.

DVV International-ის საქართველოს ოფისის მიზანია ზრდასრულთა არაფორმალური განათლების სისტემის მუდმივი განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად, ევროპული მოდელის (გერმანული სახალხო უნივერსიტეტების მოდელზე აქცენტით) შემოტანა და საქართველოს მოთხოვნებზე ადაპტირება განხორციელდა. 

DVV International-ის საქართველოს ოფისი თავის პროექტებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (AA ოფისი), ევროკავშირისა და გაეროს სააგენტოების დაფინანსებით ახორციელებს.   

 

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

  • სიღარიბის დაძლევა კარიერული დაგეგმვისა და დასაქმების  პროგრამების მეშვეობით;
  • პროგრამები და აქტივობები, რომლებიც ორიენტირებულია ცოდნისა და უნარების შეძენაზე, და მცირე ბიზნესისა და სამეწარმეო უნარების შეძენა-განვითარების ინიციატივების განვითარებაზე;
  • კულტურული და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების პროგრამები;
  • კონფლიქტების მოგვარება და მშვიდობის დამყარება;
  • ნეთვორქინგი;
  • ზრდასრულთა განათლების პროფესიული გაძლიერება მასწავლებლებისა და ტრენერებისთვის დაგეგმილი ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების საშუალებით.
  • ზრდასრულთა განათლების სისტემისა და სტრუქტურების გაძლიერება ქვეყანაში და მისი ჩამოყალიბება დამოუკიდებელ განათლების სფეროდ, რომელიც არის სიცოცხლის განმავლობაში სწავლის მნიშვნელოვანი ნაწილი.
  • AE-ის ინტერნაციონალიზაცია ევროპული ექსპერტიზის გამოყენებით და ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების ინიცირებით ზრდასრულთა განათლების გერმანულ პროვაიდერებთან თანამშრომლობით.