საგრანტო კონკურსი „ინოვაცია ზრდასრულთა განათლებაში

ვიწვევთ DVV International-ის მიერ 2005-2020 წლებში დაფუძნებულ ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრებს მონაწილეობა მიიღონ დახურულ საგრანტო კონკურსში „ინოვაცია ზრდასრულთა განათლებაში“.

განცხადების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, ა.წ. 5 აპრილის 18:00სთ-მდე.

პროექტები უნდა ასახავდნენ ინოვაციურ იდეებს ზრდასრულთა განათლებაში, რომლებიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობენ არსებული საზოგადოებრივი პრობლემების ეფექტურად მოგვარებას.

პროექტი უნდა სრულდებოდეს არაუგვიანეს 2021 წლის 30 ნოემბრისა.

საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა უნდა იყოს მინიმუმ 5000 ევრო და მაქსიმუმ - 10000 ევროს ფარგლებში.

პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, გარდა საპროექტო განაცხადის პირველი პუნქტისა. პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გამოგზავნილი უნდა იყოს ერთიან PDF დოკუმენტად, ხოლო დოკუმენტის დასახელება უნდა მოიცავდეს აპლიკანტი ორგანიზაციის სახელწოდებას. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ელექტრონული ფორმა (იხ. თანდართული დოკუმენტები: Word; Excel) და მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dvv.innovationfund@gmail.com

კონკურსის შედეგები აპლიკანტებს ეცნობათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არაუგვიანეს ა.წ. 30 აპრილისა.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ ზემოთ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.