DVV International არის გერმანიის ზრდასრულთა განათლების ასოციაციის (DVV) საერთაშორისო ფილიალი, რომელიც მუშაობს მსოფლიოში, ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მიზნით, სიღარიბის შესამცირებლად. DVV-ის, როგორც ზრდასრულთა განათლების მომწოდებლების ეროვნული ასოციაციის ცოდნისა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, DVV International ცდილობს განავითაროს და გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკა ზრდასრულთა განათლების სფეროში.
DVV International-ის საპროექტო მიდგომა, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკის, კანონმდებლობისა და დაფინანსების გაუმჯობესებულ პირობებს (მაკრო დონე), ასევე, პროფესიონალიზმს პრაქტიკასა და ზრდასრულთა განათლების თეორიაში (მეზო დონე), აუცილებლად მოითხოვს თანამშრომლობას ისეთ სამთავრობო ინსტიტუტებთან, როგორებიცაა, მაგალითად, სამინისტროები, ასევე უნივერსიტეტები, ასოციაციები, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პროფესიული საგანმანათლებლო ორგანიზაციები. პროექტის პორტფოლიოს ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ემატება სამაგალითო, კონკრეტული სასწავლო შესაძლებლობების შექმნა განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯგუფებისთვის (მიკრო დონე). ეს DVV International-ს მსოფლიოში ერთადერთ პროფესიულ ორგანიზაციად აქცევს ზრდასრულთა განათლებისა და განვითარების სფეროში.
კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, DVV International-ი ფუნქციონირებს სომხეთში, საქართველოში, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და კოსოვოში; თბილისში რეგიონალური ოფისის მეშვეობით კი, ერევნის, თბილისის, სარაევოსა და პრიშტინის რეგიონალურ ოფისებში.
პროექტის მიზანი
სომხეთში, საქართველოსა და კოსოვოში ზრდასრულთა განათლების სფეროში ლობირებისა და ადვოკატირების ფარგლებში, როგორც წესი, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სხვა არჩევანი არ აქვთ, თუ არა, სხვა ქვეყნების მაგალითების გამოყენება და პრობლემების ანალიზი. ამის მიზეზი არის ეროვნული მონაცემების ნაკლებობა ქვეყნებში ზრდასრულთა მონაწილეობისა და არმონაწილეობის შესახებ, არ არის გაანალიზებული მონაცემები ზრდასრულთა განათლების მომწოდებლებისა და კანონმდებლობის შესახებ. ამ მიზეზის გამო, ძნელად შესაძლებელია შემუშავდეს პოლიტიკური წინადადებები ფაქტებზე დაყრდნობით (მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა).
ამ გამოწვევის გასამკლავებლად და ზრდასრულთა განათლების სექტორის პროფესიონალიზაციისა და სომხეთში, საქართველოსა და კოსოვოში ზრდასრულთა განათლებასთან მიმართებით, პოლიტიკურ დიალოგში წვლილის შესატანად, DVV International-მა წამოიწყო კვლევა ზრდასრულთა განათლების შესახებ. იდეა მდგომარეობს კვლევის ჩატარებასა და რაოდენობრივი ანგარიშის მომზადებაში ზრდასრულთა განათლების ევროპული კვლევის (AES) მეთოდოლოგიის გამოყენებით. ზოგადად, საერთაშორისო შედარებითი კვლევისა და, კერძოდ, AES-ის ექსპერტიზის მიზნით, DVV International-ი თანამშრომლობს გერმანიის ზრდასრულთა განათლების ინსტიტუტთან (DIE). DIE მხარს უჭერს პროექტს საკონსულტაციო დონეზე.
ამ საკითხის მოსაგვარებლად და იდეა არის კვლევის ჩატარება და რაოდენობრივი ანგარიშის მომზადება მოზრდილთა განათლების ევროპული კვლევის (AES) მეთოდოლოგიის გამოყენებით. ზოგადად, საერთაშორისო შედარებითი კვლევებისა და, კერძოდ, AES-ის ექსპერტიზის მისაღებად, DVV საერთაშორისო თანამშრომლობს ზრდასრულთა განათლების გერმანიის ინსტიტუტთან (DIE). DIE მხარს უჭერს პროექტს, როგორც კონსულტანტი.
ზრდასრულთა განათლების კვლევა, ერთი მხრივ, სასარგებლო იქნება ზრდასრულთა განათლების პოლიტიკის შემუშავებისთვის, ადვოკატირებისა და ლობირებისთვის და მეორე მხრივ, DVV International-ის მიზნებისა და საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვისთვის. ზრდასრულთა განათლების შესახებ კვლევის ჩასატარებლად, კვლევის ინსტიტუტთან ხელშეკრულება გაფორმდება.
პროგრამის კომპონენტები:
- ტენდერების გამოცხადება კვლევის ინსტიტუტის შესასწავლად და დასამტკიცებლად;
- კვლევის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ზრდასრულთა განათლების სტანდარტული კითხვარის მოფიფიცირება;
- ნიმუშის დიზაინი ზრდასრულთა განათლების კვლევის სტანდარტების შესაბამისად, კითხვარის შეცვლა პროექტის მოთხოვნების შესაბამისად, კითხვარის წინასწარი დატესტვა;
- საპილოტე ფაზის შეფასება, წინასწარი დატესტვის ანგარიში;
- ვორქშოპი DVV International-თან და DIE-სთან, საპილოტე ფაზის შეფასებისა და საბოლოო ანგარიშების კონცეფციის შესახებ;
- საჭიროების შემთხვევაში, კითხვარის შეცვლა;
- ქვეყნის მასშტაბით კვლევის/მონაცემთა შეგროვების განხორციელება;
- ანგარიშის შეფასება/მომზადება;
- კვლევის შედეგების პრეზენტაცია (DVV International-ის რეგიონალური კონფერენცია, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისთვის, სამინისტროებისთვის, ზრდასრულთა განათლების სხვადასხვა მომწოდებლებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვისა და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის).
ToR_ზრდასრულთა განათლების კვლევა სომხეთში, საქართველოში და კოსოვოში
დანართი I_ზრდასრულთა განათლების კვლევის კითხვარი
დანართი II_კითხვარის მოდიფიკაციებისა და დანართების ჩამონათვალი