კონფერენცია და ვორქშოპი ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ზრდასრულთა განათლების ცენტრების წარმომადგენლებისთვის

18 – 20 მაისს, DVV International საქართველოს ოფისის პროექტის ფარგლებში, ყაზბეგში ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა მერებისა და საკრებულოების ხელმძღვანელებისთვის ქვეყნის 13 მუნიციპალიტეტიდან.

კონფერენცია და ვორქშოპი ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ზრდასრულთა განათლების ცენტრების წარმომადგენლებისთვის ©მელიტა ფაჩულია

კონფერენცია და ვორქშოპი ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ზრდასრულთა განათლების ცენტრების წარმომადგენლებისთვის ©მელიტა ფაჩულია

18 – 20 მაისს, DVV International საქართველოს ოფისის პროექტის ფარგლებში, ყაზბეგში ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა მერებისა და საკრებულოების ხელმძღვანელებისთვის ქვეყნის 13 მუნიციპალიტეტიდან. მონაწილეობისთვის შეირჩა მუნიციპალიტეტები, სადაც DVV–ის მიერ დაარსებული ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრები ფუნქციონირებენ. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან ერთად მოწვეული იყვნენ ცენტრების დირექტორებიც. ჯამში 40 ადამიანი მონაწილეობდა ღონისძიებებში.

პირველი ორი დღე ვორქშოპს დაეთმო, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების ინფორმირებულობას  ზრდასრულთა სწავლისა და განათლების (ALE) საკითხებზე მსოფლიოში, ევროპულ გამოცდილებაზე აქცენტირებით. სემინარის ამ ნაწილს ხელმძღვანელობდა ქ-ნი ილუტა კრუმინა, ლატვიის ზრდასრულთა განათლების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე. მან მონაწილეებს წარუდგინა ლატვიის თანამშრომლობის გამოცდილება მუნიციპალიტეტებსა და ზრდასრულთა განათლების ცენტრებს შორის, კომუნიკაციის მეთოდების, ბიუჯეტის შედგენის, ერთობლივი პროექტების განხორციელება და ა.შ.

მეორე დღეს მონაწილეთა ყურადღება მიიპყრო ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობამ და ზრდასრულთა განათლებასთან დაკავშირებული ბიუჯეტის დაგეგმვის საკითხებმა. ამ სესიებს ატარებდა ბ-ნი კონსტანტინე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე და ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი. მონაწილეებმა ექსპერტის დახმარებით გაანალიზეს პრაქტიკული მაგალითები და შემოთავაზებულ რეგიონებში ზრდასრულთა განათლების კონკრეტული გზები.

ღონისძიების მესამე დღე დაეთმო კონფერენციას „ზრდასრულთა განათლება და ადგილობრივი განვითარება“, რომელსაც უძღვებოდა ქ-ნი ილუტა კრუმინა. კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა სივრცე, სადაც მერებს, საკრებულოების ხელმძღვანელებსა და ზრდასრულთა განათლების ცენტრების დირექტორებს შეეძლოთ ინფორმაციის გაზიარება, ერთობლივად განეხილათ თავიანთი მუნიციპალიტეტების პრობლემები და გამოწვევები და ეპოვათ საერთო ენა, სადაც ზრდასრულთა განათლებას შეუძლია საზოგადოების პრობლემების გადაჭრა და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა. რამდენიმე მერმა წარადგინა წარმატებული მაგალითები, როდესაც ბიუჯეტებში შედიოდა ზრდასრულთა განათლება, მათ შორის, ცენტრის ინფრასტრუქტურისა და პროგრამის ხარჯების მხარდაჭერა.

„ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის სურვილი. ამის წამოწყება და ორგანიზება თავად ჭირდებათ, რადგან სხვები ამას არ გააკეთებენ მათთვის. ის ფაქტი, რომ მონაწილეებმა სცადეს სისტემის შექმნა და შემდეგ განიხილეს მისი განვითარების მეთოდები, იძლევა იმის იმედს, რომ ერთი წარმატებული მაგალითი დიდ აქტიურობას გამოიწვევს სხვების მხრიდან”, - თქვა ილუტა კრუმინამ.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს როგორც სემინარი, ასევე, კონფერენცია. მათ მადლობა გადაუხადეს გერმანიის მთავრობასა და DVV International-ს მხარდაჭერისთვის და გამოთქვეს სურვილი, მონაწილეობა მიიღონ მსგავს ღონისძიებებში მომავალში.


 

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.