ბოლო 20 წელია რაც DVV International-ი მუშაობს სამხრეთ კავკასიაში (სომხეთსა და საქართველოში), რათა ხელი შეუწყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლასა (LLL) და ზრდასრულთა სწავლასა და განათლებას (ALE) სხვადასხვა დონეზე. ALE-ს მდგრადი სტრუქტურების ლობირება, ეროვნული ინვესტიციების გაზრდა ALE-სა და LLL-ში, ცნობიერების ამაღლება ALE-ის სარგებლიანობის შესახებ და მონაწილეობის ხარჯების შემცირება, ALE-ს ინსტიტუტებისა და პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარება იყო თანამშრომლობის ძირითადი სფეროები სამთავრობო, ინსტიტუციურსა და ინდივიდუალურ დონეზე. ALE-ის გერმანული მოდელის მიხედვით, საქართველოში დაარსდა 14 ზრდასრულთა განათლების ცენტრი, ხოლო 4 სომხეთში. ყოველწლიურად ისინი 20000-ზე მეტ ბენეფიციარს აწვდიან მრავალკომპონენტიან ALE-ს პროგრამებს, რათა ხელი შეუწყონ მათ შემდგომ განვითარებას, დასაქმებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
რეგიონში DVV International-ის საქმიანობის შეჯამებისა და ანალიზის მიზნით, 2022 წლის 28-29 სექტემბერს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: ეტაპები.“ კონფერენციის ორგანიზატორი იყო DVV International საქართველოს ოფისი DVV International სომხეთის ოფისთან და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელთან თანამშრომლობით. კონფერენციამ თავი მოუყარა ALE-ს ექსპერტებს, პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და პრაქტიკოსებს, რომლებიც თანხმდებიან, რომ ზრდასრულთა განათლება უნდა იყოს აღიარებული, როგორც საზოგადოებრივი სარგებელი. ადმინისტრაციული და ფინანსური უფლებამოსილებები უნდა გაძლიერდეს, რათა უფრო მეტი მოქნილობა და თავისუფლება მოხდეს ზრდასრულთა შორის უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. კონფერენციის მონაწილეებმა ევროპული პრაქტიკის, მათ შორის მიზნობრივი ჰოლისტიკური ზრდასრულთა განათლების აქტივობების განხორციელების საფუძველზე, განიხილეს და რეკომენდაციები შეიმუშავეს თუ როგორ უნდა მოხდეს სომხეთსა და საქართველოში რეფორმების სტიმულირება და ზრდასრულთა განათლების მდგრადი სისტემის აგება. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დებატები დაინტერესებულ მხარეებს შორის და მოხდა აზრთა გაცვლა ALE-ის სექტორში არსებულ ვითარებაზე მთელ მსოფლიოში და მის შესაძლო ზემოქმედებაზე სამხრეთ კავკასიაში არსებულ ეროვნულ შესაძლებლობებზე. მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო 80-ზე მეტი ექსპერტი ALE-ში , პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიმღები პირი და პრაქტიკოსი სომხეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინადან, საქართველოდან, გერმანიიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვადან, ტაჯიკეთიდან და უკრაინიდან.
კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ მისი აღმატებულება გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერი გობრონიძე.
მოეწყო პრეზენტაციები და დისკუსიები შემდეგი თემების ირგვლივ: ბელემიდან მარაქეშამდე: მიღწევები, ხარვეზები და მომავლის პერსპექტივები; მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება ALE-ში; ALE-ის ცენტრები: ერთი მიზანი – განსხვავებული მიდგომები; ხარისხის უზრუნველყოფა და პროფესიონალიზაცია ALE-ში: საუკეთესო პრაქტიკა და მიღებული გაკვეთილები.
კონფერენციის ფარგლებში განხორციელდა ორი შემოქმედებითი აქტივობა: პლაკატების გამოფენა მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და ზრდასრულთა განათლების თემაზე და ხელნაკეთი ნივთებისა და სხვა პროდუქტების გამოფენა საქართველოსა და სომხეთის ALE-ის ცენტრების მიერ. გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეები ეწვივნენ ბოლნისის ALE-ის ცენტრს და გაეცნენ მის პროგრამებსა და საქმიანობას.
საერთაშორისო კონფერენციის „ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: ეტაპები“ გაშუქება მედიაში - ტელევიზია: რუსთავი2, იმედი, მაესტრო, საზოგადოებრივი არხი, ევრონიუსი, ფორმულა, მთავარი არხი
სიახლეები: იმედი TV ; იმედი TV ; პირველი არხი