მაისში DVVI-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიში, თურქეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და DVVI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მოტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ სოფიო კილაძეს. DVVI-ის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს და ხაზი გაუსვეს ძალისხმევის მნიშვნელობას სამ დონეზე: მიკროდან, რაც გულისხმობს, უშუალოდ ბენეფიციარებთან საგანმანათლებლო კურსებს ბენეფიციარების განვითარებისა და დასაქმების მიზნით, მეზოს ჩათვლით, რაც ითვალისწინებს, განათლების მიმწოდებელთა შესაძლებლობების მაკრო დონემდე გაზრდას, ზრდასრულთა განათლების გაუმჯობესებული სტატუსისა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პოლიტიკის ცვლილების ხელშეწყობით. ქ-მა კილაძემ დადებითად შეაფასა DVVI-ის საქმიანობა და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.