განათლების ტრანსფორმაცია ახალი რეალობის პირობებში

15 ოქტომბერს გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება „Covid-19 – პროფესიული განათლება და ახალი რეალობა.“ მონაწილეთა შორის შეხვედრას ესწრებოდნენ DVV International საქართველოს ოფისის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის (MoESCS) და განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის (NCEQE) წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრა „Covid-19 – პროფესიული განათლება და ახალი რეალობა“ ©ავთო დოლიძე

სამუშაო შეხვედრა „Covid-19 – პროფესიული განათლება და ახალი რეალობა“ ©მელიტა ფაჩულია

გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, 15 ოქტომბერს სასტუმრო The Terrace Hotel-ში ჩატარდა ღონისძიება  „Covid-19 – პროფესიული განათლება და ახალი რეალობა.“ სამუშაო შეხვედრის მომხსენებელი იყო ანალიტიკოსი, კონცეპტ-დიზაინერი და კრიპტო-ევანგელისტი დავით კიზირია, რომელმაც DVV International-ის თხოვნით, მოამზადა განათლების დიგიტალიზაციის სტრატეგია, რომელსაც სახელმწიფომ შეიძლება მიმართოს კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ სიტუაციებში. მონაწილეთა შორის შეხვედრას ესწრებოდნენ DVV International საქართველოს ოფისის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის (MoESCS) და განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის (NCEQE) წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი იყო გლობალური მსხვილი ტენდენციების, განათლების სისტემის, Covid19-ის შედეგად აქტივირებული, უახლესი გამოწვევებისა და მიდგომების, ასევე, საქართველოს პროფესიული განათლების მიმოხილვა და ყურადღების მიქცევა პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ სპეციალისტებზე.

ბ-მა კიზირიამ მონაწილეებს გაუზიარა რეკომენდაციები გარემოს გარდაქმნისთვის  ვირტუალური და აუგმენტური რეალობის რესურსების გამოყენებით, სხვადასხვა მსხვილი ფაქტორებისა და ანალიზის საფუძველზე განვითარების ალტერნატივების გამოვლენას, განათლების სისტემაში ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის შემუშავებას, რაც უნდა გულისხმობდეს არა მარტო ტექნოლოგიების დანერგვასა და მათი მეშვეობით ბიზნეს პროცესების გამდიდრებას, არამედ, სისტემის რადიკალურ, ბიზნეს მოდელის დონეზე ტრანსფორმაციას. დანარჩენი რეკომენდაციები ეხებოდა რეგულაციების მოდერნიზებას პროფესიული განათლების ახალი ბიზნეს მოდელის შესაბამისად და ინოვაციების წახალისების პოლიტიკის დანერგვას.

მონაწილეებმა ინტერესით გამოხატეს მზაობა სამომავლოდ თანამშრომლობისთვის და განაცხადეს, რომ მზად არიან ბიზნეს მოდელებისა და რეგულაციების შესამუშავებლად დაინტერესებულ მხარეებთან ერთად  ჩაერთონ.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.