დისტანციური სწავლება: ზრდასრულთა განათლება „არსი, მეთოდები, ინსტრუმენტები“

DVV International-ის ორგანიზებით, ოთხდღიანი ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ ზრდასრულთა განათლების განყოფილების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს.

ზრდასრულთა განათლება „არსი, მეთოდები, ინსტრუმენტები“ ©მარიკა კერესელიძე

ზრდასრულთა განათლება „არსი, მეთოდები, ინსტრუმენტები" ტრენინგს მონაწილეები ©Marika Kereselidze

საქართველოში მოქმედ პროფესიულ კოლეჯებში უკვე თითქმის ერთი წელიწადია ზრდასრულთა განათლების კოორდინატორები მუშაობენ, რომელთა ფუნქციებში ზრდასრულთა განათლების ახალი სერვისების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, შრომის ბაზარზე მოქმედი კომპანიების საჭიროებების შესწავლა და მასზე დაფუძნებით პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განახლების/დამატების ინიცირებაც შედის. 2020 წლის 15-18 მაისს DVV International-ის ორგანიზებით  მათ ოთხდღიანი ონლაინ- ტრენინგი ჩაუტარდათ სახელწოდებით „ზრდასრულთა განათლება - არსი, მიდგომები, ინსტრუმენტები“, რომელსაც ასევე სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის, ზრდასრულთა განათლების განყოფილების, განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. სწავლების მიზანი იყო მონაწილეთათვის როგორც ზრდასრულთა განათლების ევროპული ხედვების თუ კონცეფციების შესახებ თეორიული ინფორმაციის გადაცემა, ასევე არსებული მოდელების განხილვა და ძირითადი მექანიზმების გააზრება, თუ როგორ ფუნქციონირებს ზრდასრულთა განათლება ისეთ ქვეყნებში, სადაც გამოცდილება ბევრად უფრო ფართო და გრძელვადიანია.

ტრენინგის პლატფორმად „ზუმი“ იქნა შერჩეული, რომელიც ონლაინ-რეჟიმში ერთდროულად დიდი რაოდენობით მონაწილეებთან კომფორტული კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. პირველი დღე ზრდასრულთა სწავლების ფსიქო-სოციალურ ფაქტორებს მიეძღვნა. განხილული იქნა ზრდასრულთა სწავლის თავისებურებები, დაკვირვებები ზოგადად ზრდასრულ ასაკში ცოდნის ათვისების, მოტივაციის შესახებ. დღის დასასრულს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, კრეატიული სავარჯიშოს ფარგლებში შეექმნათ საკუთარი პროგრამები ზრდასრულებისთვის და ონლაინ გამოფენაზე წარმოედგინათ ნამუშევრები.

სწავლების მომდევნო სამი დღის განმავლობაში მონაწილეებთან განათლების ექსპერტები, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, რუსო სანაძე და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ირმა გრძელიძე მუშაობდნენ.  მათთან ერთად დეტალურად იქნა განხილული განათლების სისტემები საქართველოში, ესტონეთსა და ირლანდიაში. სათანადო დრო დაეთმო თეორიული ცოდნის მიწოდებას ზრდასრულთა განათლების ფუნდამენტური პრინციპების, ტერმინოლოგიის, ისტორიის შესახებ, მსჯელობას ანდრაგოგიკისა და პედაგოგიკის შემადგენელი ელემენტების, სწავლის და ინტელექტის სახეობების შესახებ. ჯგუფურ პრაქტიკულ სავარჯიშოებში მონაწილეებმა ერთად მიმოიხილეს კონკრეტული პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან ზრდასრულთა/პროფესიული განათლების მიმწოდებლები დღეს საქართველოში. ტრენინგის დასკვნითი დღე მთლიანად დაეთმო ტრენინგის განხორციელების ცალკეულ ეტაპებსა და მათ მართვას დაგეგმვიდან შეფასებამდე. ყურადღება გამახვილდა ასევე ბიზნესთან თანამშრომლობის საჭიროებებსა და თავისებურებებზე.

ტრენინგს ძალიან დადებითი უკუკავშირი მოჰყვა მონაწილეთა მხრიდან. შეფასების კითხვარებში მათი უმეტესობა დადებითად აფასებდა როგორც ტრენერთა მუშაობას და მთლიან ტრენინგს, ასევე ხაზს უსვამდა მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობას და შემდგომში მსგავს თემებზე ტრენინგების აუცილებლობას:

„ტრენინგი იყო ძალიან დროული და საჭირო... განვიხილეთ ჩვენს საქმიანობაში გამოსადეგი საკითხები და მაღალი ინტერაქციული ჩართულობით ვიმსჯელეთ ბევრ საინტერესო საკითხებზე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს და ველოდები კიდევ შეხვედრას უახცლოეს მომავალში.“

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.