პროექტი: „დემოკრატიის ხმები: მედიაწიგნიერებისა და სამოქალაქო უნარების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში“
პროექტის მიზანი: საქართველოში ინფორმირებული და მონაწილეობითი დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 01.08.2024–31.07.2026
ძირითადი აქტივობები:
- 15 სამოქალაქო განათლების კლუბის ჩამოყალიბება;
- ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება ისეთი აქტივობების საშუალებით, რომლებიც მოიცავდა ტრენინგებს კრიტიკულ აზროვნებაში, მედიაწიგნიერებაში, ფორუმ-თეატრსა და კონტენტის შექმნაში;
- მასწავლებლების გაძლიერება მედიაწიგნიერების მიმართულებით და მათი სწავლება, თუ როგორ მოახდინონ მედიაწიგნიერების კომპონენტების ინტეგრირება სასწავლო პროცესში;
- საჯარო შეხვედრებისა და ფილმების ჩვენებების ორგანიზება;
- ART აქტივობები, ფესტივალები, კრეატიული მასალების შექმნა და კონკურსები
- სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და გაძლიერება;
- სათემო ინიციატივების მხარდაჭერა.
პროექტი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ათ რეგიონში, 15 სათემო და ზრდასრულთა განათლების ცენტრში. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტში ჩართული იყო 12,863 მონაწილე.
პროექტის ძირითადი მიღწევებია სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საზოგადოებრივ აქტორებთან ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება; საგანმანათლებლო და კრეატიული რესურსების შექმნა და გაზიარება; ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრების ბაზაზე თავისუფალი, ღია და ინკლუზიური სივრცეების შექმნა; ასევე ადგილობრივი თემების მობილიზება და მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა მისი ეფექტიანობის შეფასება, რომელმაც მნიშვნელოვანი მიგნებები გამოავლინა და ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელოვან როლს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერაში. შეფასებამ აჩვენა, რომ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო მონაწილეების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და მისი გაზიარება სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ჯგუფთან.
მონაწილეები იქცნენ ადგილობრივ ლიდერებად, რომლებიც მიღებულ ცოდნას საკუთარ თემებს უზიარებდნენ და წვლილი შეჰქონდათ ადგილობრივი საჭიროებებისა და გამოწვევების გადაჭრაში