ექსპერტების მოწვევა საქართველოში ზრდასრულთა განათლების ცენტრებისთვის ეროვნულ დონეზე არსებული შესაძლებლობების იდენტიფიცირების და შეფასებისთვის

DVV International საქართველო აცხადებს კონკურსს ექსპერტის შესარჩევად, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს საქართველოში მოქმედი ზრდასრულთა განათლების ცენტრებისთვის ეროვნულ დონეზე არსებულ დაფინანსებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

კვლევა მოიცავს სახელმწიფო უწყებების პროგრამებს, საგრანტო და საჯარო შესყიდვების მექანიზმებს, სახელმწიფო დაფინანსებით მომსახურების გაწევისა და ინსტიტუციური პარტნიორობის შესაძლებლობებს. ექსპერტმა უნდა შეაფასოს თითოეული შესაძლებლობის ხელმისაწვდომობა, მონაწილეობის პირობები და ზრდასრულთა განათლების ცენტრების საჭიროებებთან შესაბამისობა. დავალების ფარგლებში მომზადდება შესაძლებლობების ერთიანი რუკა და პრაქტიკული გზამკვლევები, რომლებიც ცენტრებს შესაბამის პროგრამებში მონაწილეობასა და დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებაში დაეხმარება.

სამუშაოს შესრულება დაგეგმილია 2026 წლის 30 ნოემბრიდან 2027 წლის 31 იანვრამდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ტექნიკური და ფინანსური წინადადებები უნდა გამოაგზავნონ 2026 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: georgia@dvv-international.de.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების, სამუშაოს მოცულობისა და განაცხადის წარდგენის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ტექნიკურ დავალებაში: t3://file?uid=124179