მიმდინარე წლის 11-14 ივლისს DVV International-ის საქართველოს ოფისში ტარდება ტრენინგი ვიზუალურ კომუნიკაციასა და გრაფიკულ ფასილიტაციაში, რომელსაც უძღვება გერმანული ორგანიზაციის Business as Visual-ის ტრენერი, ქრისტიან რიდერი. ტრენინგში მონაწილეობს 16 ქართველი ახალგაზრდა თბილისიდან და რეგიონებიდან.
ტრენინგი ხორციელდება DVV International-ის საქართველოს ოფისის ახალი პროექტის „ცოდნის კიდობანი“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ზრდასრულთა განათლების სფეროში არსებული ინოვაციური და კრეატიული მეთოდების დანერგვას საქართველოში.