სამოქალაქო უნარების განვითარების პროგრამა ადგილობრივი არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის

2021 წელს DVVI საქართველოს ოფისის მიერ დაიწყო 6-თვიანი უნარების განვითარების პროგრამა ადგილობრივი არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის

სამოქალაქო უნარების განვითარების ტრენინგი ©თამარ მესხიძე

სამოქალაქო უნარების განვითარების ტრენინგი ©ნინო ელიაური

სამოქალაქო უნარების განვითარების ტრენინგი ©მაია ჭანტურია

2021 წელს DVVI საქართველოს ოფისის მიერ დაიწყო 6-თვიანი უნარების განვითარების პროგრამა ადგილობრივი არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სამოქალაქო (მოქალაქეობრივ) განათლებაში. პროგრამა მიზნად ისახავდა ზრდასრულთა სწავლისა და განათლების (ALE) პოპულარიზაციას, როგორც მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და უნარების განვითარების ინსტრუმენტს.

ტრენერთა ჯგუფმა შეიმუშავა 5-დღიანი სასწავლო გეგმა (30 სასწავლო საათი), რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს: გლობალური მოქალაქეობის განათლება (GCED); 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის; მოქალაქეობის კონცეფცია; მოქალაქეობრივი განათლება, როგორც პრიორიტეტული საკითხი ზრდასრულთა განათლებაში; კრიტიკული წიგნიერება თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის; აქტიური მოქალაქეობა და ცხოვრებისეული უნარები; არაფორმალური განათლება აქტიურ მოქალაქეობაში; საპროექტო წინადადებები მოქალაქეობის, განათლებისა და განვითარების საკითხებზე, მოქალაქეობასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDG), საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ზრდასრულთა სწავლასა და განათლებაზე (ALE) საჭიროებების შეფასება და პროექტების მართვა.

პროგრამა, საქართველოს მასშტაბით, 9 რეგიონში (10 მუნიციპალიტეტში) განხორციელდა: (ქვემო-ქართლი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი; სამეგრელო – წალენჯიხის მუნიციპალიტეტი; გურია – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; სამცხე-ჯავახეთი – ბორჯომის მუნიციპალიტეტი; აჭარა – ბათუმის მუნიციპალიტეტი; იმერეთი - ქუთაისის მუნიციპალიტეტი; შიდა ქართლი – გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები და კახეთი – თელავის მუნიციპალიტეტი). ჯამში, პროგრამით ისარგებლა არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების 170-ზე მეტმა პრაქტიკოსმა.

„სულ უფრო გლობალიზებულ სამყაროში, გლობალური მოქალაქეობა ახალი თემაა განათლებისა და განვითარების სფეროში. მეტი ძალისხმევაა საჭირო იმ უნარების გასავითარებლად, რომლებიც სამუშაო მიზნებს სცდება. თანამედროვე სამყაროს სჭირდება აქტიური სამოქალაქო უნარების, სოციალური პასუხისმგებლობისა და მოტივაციის მქონე მეტი ადამიანი, რათა წვლილი შეიტანონ თავიანთ თემებში, ქვეყნებსა და მსოფლიოში. ეს არის ჩვენი, სამოქალაქო განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ამოცანა. DVV International-ის პროგრამა დაგვეხმარა ახალი ცოდნის მოპოვებაში, კომპეტენციების ამაღლებასა და ახალი უნარების შეძენაში. ეს ყველაფერი დაგვეხმარება უფრო მაღალ დონეზე განვავითაროთ და განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც დააკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ საჭიროებებს“,  – განაცხადა ია შარაშენიძემ.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.