2018 წელს DVV International-ის წარმომადგენლები - კავკასიის, თურქეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორი, ქალბატონი მაია ავრამოვსკა; საქართველოს ოფისის დირექტორი, ქალბატონი ლალი სანთელაძე და პროექტების კოორდინატორი, ბატონი დავით ჯიქია გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმ რეგიონულ მუნიციპალიტეტებს ეწვივნენ, სადაც DVV International-ის საქართველოს ოფისის მიერ დაფუძნებული ზრდასრულთა განათლების ცენტრები (10 ცენტრი) ოპერირებენ და მუნიციპალიტეტების ახლადარჩეულ ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრებზე წალენჯიხის, სენაკის, ჩოხატაურის, ქედის, ამბროლაურის, ახალციხის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა DVV International-თან მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საკითხები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიც არის მდგრადობა, საერთო ინიციატივების განხორციელება, ფინანსური მხარდაჭერა და სხვა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს წარსული, ნაყოფიერი ურთიერთობის მნიშვნელობას მომავალი თანამშრომლობის წარმატების უზრუნველსაყოფად.
სტუმრებმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით გერმანიაში მიიწვიეს, სადაც ახლად და ხელახლად არჩეულ ადგილობრივ ლიდერებსა და ზრდასრულთა განათლების ცენტრების დირექტორებს გერმანული გამოცდილების ადგილზე ნახვისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მიეცემათ.