2017-2018 წლებში DVV International-ის ინიციატივითა და გერმანიაში არსებული კოერბერის ფონდის თანამონაწილეობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით დაიწყო ისტორიის კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის თემაზე: „ჩემი წინაპარი ჩემ ასაკში“. საქართველოს მხრიდან პროექტის პარტნიორები იყვნენ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB) და საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია (GAHE).
პირველი კონკურსის წარმატებით ჩატარების შემდეგ, პროექტის დაფინანსება გაგრძელდა 2019-2020 წლებში. ამჯერად კონკურსის თემაა: „მიგრაცია - ცხოვრება ახალი ფურცლიდან“. კონკურსის მიზანია, კვლევის საშუალებით, ისტორიის შესწავლის ხელშეწყობა მოსწავლეთა შორის. კვლევის პროცესში სკოლის მოსწავლეებს მენტორობა უნდა გაუწიონ ისტორიის ან სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა.
ტრენინგი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მასწავლებლებს, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ, გაიღრმავონ ცოდნა მიგრაციული პროცესების შესახებ, გაეცნონ მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს, გაანალიზონ მიგრაციული პროცესების როლი ისტორიაში და მათი გავლენა საზოგადოებრივ, სოციალურ, თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მიიღონ ყველა საჭირო თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია მოსწავლეებისთვის მენტორობის გასაწევად.
აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს, რომლებიც მუშაობენ 15-18 წლის მოსწავლეებთან.
გასაუბრება ჩატარდება 5-15 სექტემბერს. რეგიონებიდან მონაწილეობის მსურველთათვის გასაუბრება ჩატარდება სკაიპით.
ტრენინგში მონაწილეობისთვის შეირჩევა 60 მასწავლებელი.
ტრენინგები გაიმართება ქ. თბილისში და რეგიონებში 2019 წლის სექტემბერისა და ოქტომბრის თვეებში.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა:
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 9 აგვისტო.
პრობლემების ან დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე: historycompetition@gmail.com