წითელი ტერორის ტოპოგრაფიის ტურები რეგიონებში

„საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის“ (SovLab) პროექტის „წითელი ტერორის ტურები რეგიონებში“ წარმატებით განხორციელებისა და როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, ტურისტების მხრიდან დიდი ინტერესის შემდეგ, გაჩნდა მსგავსი ტურის ჩატარების იდეა საქართველოს სხვა ქალაქებში.

პირველი საჯარო ლექცია ქუთაისში, აპრილი, 2018

„საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორია“ (SovLab) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2010 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს, მხარი დაუჭიროს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის კვლევებს და ცნობიერება აამაღლოს საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ პასუხისმგებლობაზე. ორგანიზაციის მიზანია შექმნას კრიტიკულად სააზროვნო სივრცე საბჭოთა პერიოდის გააზრებისთვის და შესაბამისად, დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობისათვის. 2010 წლიდან დღემდე SovLab-მა DVV International-ის ფინანსური მხარდაჭერით, არაერთი პროექტი განახორციელა „ტერორის ტოპოგრაფია - საბჭოთა თბილისი“, „დაკარგული ისტორია - მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“, „საკვირაო სკოლა საბჭოთა წარსულის კრიტიკულ გააზრებაში“ და სხვ.

2018 წელს SovLab-მა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება: „წითელი ტერორის ტურები რეგიონებში“. პროექტის მიზანს წარმოადგენს ისტორიულ-საგანმანათლებლო ტურის შექმნა ქუთაისსა და ბათუმში. აღნიშნული პროექტი ერთგვარი გაგრძელებაა, SovLab-ის მიერ განხორციელებული პროექტის „წითელი ტერორის ტოპოგრაფია“, რომლის ფარგლებშიც, შემუშავდა წითელი ტერორის ტური თბილისში. რამდენადაც პროექტი იყო ძალიან წარმატებული და მასზე მოთხოვნა - მაღალი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისგან, ასევე, ტურისტებისგან, გაჩნდა მსგავსი ტურის საქართველოს სხვა ქალაქებში შემუშავების იდეა. 

პროექტის პირველ ეტაპზე ორივე ქალაქში შეიქმნება სტუდენტებისა და მკვლევრებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფები. მათთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრები წითელი ტერორის რუკისა და ტურის შემუშავების შესახებ. ამის შემდეგ, პროექტის მონაწილეები, დაიწყებენ კვლევას, მოიძიებენ და გაანალიზებენ ინფორმაციას სხვადასხვა ისტორიული ობიექტების შესახებ. თითოეულ ქალაქში, მინიმუმ 10 ამგვარი ობიექტის შესახებ ჩატარდება კვლევა. გარდა სამუშაო შეხვედრებისა, ჩატარდება საჯარო ლექციები, საზოგადოების უფრო ფართო მასებისთვის საბჭოთა წარსულის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

პროექტის აქტივობების შედეგად შემუშავდება ტერორის ტოპოგრაფიის ორი რუკა და ქალაქის ტური. გადამზადდებიან გიდები დაინტერესებული პირებისთვის ტურების შესათავაზებლად.

 

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.