სახალხო უნივერსიტეტების არსებობის 100 წელი გერმანიაში - ასი წლისთავი იწყება სადღესასწაულო ცერემონიით ფრანკფურტის წმ. პაულის ეკლესიაში

ამ საიუბილეო თარიღით, სახალხო უნივერსიტეტები მოიხსენიებენ ვაიმარის 1919 წლის კონსტიტუციას, როდესაც, პირველად ისტორიაში, 148-ე მუხლით, მთავრობის ყველა დონეს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ ზრდასრულთა განათლებას და განსაკუთრებით, სახალხო უნივერსიტეტებს.

სახალხო უნივერსიტეტების 100 წლის საიუბილეო პუბლიკაციის პირველი ასლების პრეზენტაცია (მარცხნიდან მარჯვნივ: ბ-ონი პიტერ ფელდმანი, ფრანკფურტის/მაინის ქალაქის მერი; ბ-ონი დოქტ. ერნსტ დიტერ როსმანი, დეპუტატი და გერმანიის ზრდასრულთა განათლების ასოციაციის თავმჯდომარე; ქ-ონი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, გერმანიის ზრდასრულთა განათლების ასოციაციის პრეზიდენტი და ბ-ონი პროფ. დოქტ. ანდრეას ვოსკულე, ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი

დაახლოებით 600 სტუმარი პოლიტიკიდან, განათლებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან მიიწვიეს სახალხო უნივერსიტეტების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ ცერემონიალზე ფრანკფურტის წმ. პაულის ეკლესიაში

2019 წლის 13 თებერვალს, ოთხშაბათს, გერმანიაში სახალხო უნივერსიტეტებმა (ზრდასრულთა განათლების ცენტრებმა) 100 წლის იუბილე საზეიმო ცერემონიით გახსნეს ფრანკფურტის წმ. პაულის ეკლესიაში. პროფესორმა, დოქტორმა და ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა, ბ-მა ანდრეას ფოსკულემ, დაახლოებით, 600 სტუმარს პოლიტიკიდან, განათლებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან ძირითადი კანონისა და გერმანიის კონსტიტუციის საგანმანათლებლო მანდატის შესახებ ესაუბრა.

ამ საიუბილეო თარიღით, სახალხო უნივერსიტეტები მოიხსენიებენ ვაიმარის 1919 წლის კონსტიტუციას, როდესაც, პირველად ისტორიაში, 148-ე მუხლით, მთავრობის ყველა დონეს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ ზრდასრულთა განათლებას და განსაკუთრებით, სახალხო უნივერსიტეტებს. ამან საფუძველი დაუდო დაფუძნებებების ტალღას მთელი გერმანიის მასშტაბით: 1919 წ. ითვლება თანამედროვე სახალხო უნივერსიტეტების დაბადებისა და უწყვეტი განათლების საზოგადოების პასუხისმგებლობად გადაქცევის წლად ითვლება. იმავე წელს დაარსდა ზრდასრულთა განათლების ყველაზე მეტი ცენტრი, რომელიც დღესაც მოქმედებს. 

ბოლო 100 წლის განმავლობაში, სახალხო უნივერსიტეტები მთელ გერმანიაში იყო დემოკრატიული განათლების მიღების აუცილებელი ადგილები, სადაც სხვადასხვა წარმოშობისა და ორიენტაციის ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ესწავლათ ერთდ და ერთმანეთისგან. 900 ინსტიტუტს გერმანიის მასშტაბით, პირდაპირ ან არაპირდაპირი გზით, ფედერალური სახელმწიფოების ფინანსური მხარდაჭერით და ფედერალური მთავრობის მესამე მხარის სახსრებით, მხარს უჭერდა ქალაქები, მუნიციპალიტეტები და სოფლები. ყოველწლიურად, დაახლოებით 700,000 კურსს ესწრებოდა დაახლოებით, ცხრა მილიონი ადამიანი. პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება აცნობიერებდნენ, რომ სახალხო უნივერსიტეტებს გადამწყვეტი წვლილი მიუძღვოდათ საგანმანათლებლო ბარიერების დანგრევასა და თანაბარი შესაძლებლობებისა და სოციალური ერთობის განვითარებაში. ამის დასტურია ის, რომ კოალიციის ამჟამინდელი შეთანხმება სახალხო უნივერსიტეტებს მთავარ როლს ანიჭებს, როდესაც საქმე ციფრული განათლების ხარვეზების გაზრდას ეხება. სახალხო უნივერსიტეტების თვალსაზრისით, საზოგადოების ციფრული დაყოფის საშიშროება ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო ამოცანაა. ამიტომაც, სახალხო უნივერსიტეტები ითხოვენ ციფრული განათლების შემოღებას ფედერალური მთავრობის მხრიდან.

100 წლისთავის შესახებ დამატებითი ინფორმაცია (გერმანულ ენაზე) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.