7 ივლისს კოდის სათემო განათლების ცენტრს ეწვია საქართველოში გერმანიის ელჩი ბატონი ჰუბერტ ქნირში. ეს ბატონი ელჩის რიგით მესამე ვიზიტია DVV საქართველოს ოფისის მიერ განხორციელებული პროექტების სანახავად. ადრე მან ახალციხისა და ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრები მოინახულა. კოდაში ვიზიტის დროს ბატონი ქნირში გაესაუბრა ცენტრის მსმენელებს, მათ შორის რამდენიმე სახელობო სწავლების პროგრამის ბენეფიციარებს და ახალგაზრდული და ქალთა კლუბის წევრებს, რომლებიც GIZ-ტის ხელშეწყობით ხორციელდება. ბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა DVV -ის ზრდასრულთა განათლების პროექტების მნიშვნელობას რომელიც საქართველოში გერმანიის მთავრობის დახმარებით ხორციელდება.