ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ინფორმირებულობა ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესახებ

DVV International-ის საქართველოს ოფისმა ჩაატარა კვლევა „ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ინფორმირებულობა ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესახებ“.

2019 წლის ივნისში, DVV International-ის საქართველოს ოფისმა ჩაატარა კვლევა „ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ინფორმირებულობა ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესახებ“. კვლევა მიზნად ისახავდა, გამოევლინა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ცოდნა, დამოკიდებულე-ბა და საჭიროებები ზრდასრულთა განათლების სფეროში. ამისთვის, კვლევითმა ჯგუფმა შექმნა თვითადმინისტრირებადი კითხვარი და ინტერვიუ ჩაატარ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.

მონაცემების თანახმად, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს დადებითი დამოკიდებულება აქვთ ზრდასრულთა განათლების მიმართ, საუბრობენ მის მნიშვნელობაზე და სურთ რომ დაესწრონ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ ტრენინგებს. თუმცა, შედეგებმა აჩვენა, რომ მათი ცოდნა ზრდასრულთა განათლების შესახებ არ არის სისტემური და უფრო მეტად ემყარება იმას თუ რა სმენიათ, ვიდრე იმას თუ რა უსწავლიათ. ასევე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს არ აქვთ ინფორმაცია ზრდასრულთა განათლების პოლიტიკის დონეზე რეგულირებისა და მისი განხორციელების შესახებ. დაბოლოს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ზემოთ აღნიშნული თემატიკა არ არის პრიორიტეტული და არ გეგმავენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას  ზრდასრულთა განათლების განვითარებისთვის.    

კვლევის საბოლოო ანგარიშისთვის, გთხოვთ, იხილეთ პრეზენტაცია

უფრო სიღრმისეული დეტალებისთვის, იხილეთ კვლევა „რესურსების“ სექციაში.

 

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.