ექსპერტი(ებ)ის მოწვევა ტრენერთა აკადემიის სასწავლო პროგრამის განვითარების მიზნით

DVV International საქართველო აცხადებს ტენდერს ტრენერთა აკადემიის ტრენინგ-მოდულის შესაქმნელად. აკადემიის მიზანია საქართველოში ზრდასრულთა სწავლისა და განათლების (ALE) ხარისხის ამაღლება  და პროფესიონალიზაციის ხელშეწყობა. 

ინიციატივა გულისხმობს ზრდასრულთა განმანათლებლების ძირითადი კომპეტენციების გაძლიერებასა და სერტიფიცირებული ტრენერების მონაცემთა ბაზის შექმნას. აღნიშნული პროცესის მხარდასაჭერად, DVV International საქართველო იწვევს ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს ტრენერთა აკადემიისთვის ქართულენოვანი, მოდულური და კომბინირებული (პირისპირ და ონლაინ) სასწავლო პროგრამის შესამუშავებლად.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაეცნონ სრულ ტექნიკურ დავალებას (ToR) და წარმოადგინონ განაცხადები. იხ. თანდართული ბმული  t3://file?uid=122989