Curriculum globALE-ს ტრენინგების ჩატარება მთელი საქართველოს მაშტაბით

საქართველოში, პირველად Curriculum globALE-ს პროგრამის განხორციელებ

ზრდასრულებთან მომუშავე ადამიანებს, მუდმივად ჭირდებათ, ფეხი აუწყონ თანამედროვეობას, აიმაღლონ კომპეტენციები, ცოდნა, უნარები და კვალიფიკაცია, რადგან კადრების შესაბამისი გადამზადებით, დააკმაყოფილონ შრომის ბაზრის მოთხოვნები, ასევე, მსმენელის პიროვნული და პროფესიული განვითარების ინტერესები. სწორედ, Curriculum globALE გახლავთ  ის საერთო საცნობარო ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც მსოფლიოში იყენებენ ზრდასრულთა განამანათლებლების პროფესიონალიზაციისთვის. საქართველოში, პირველად Curriculum globALE-ს პროგრამის განხორციელება DVV International საქართველოს ოფისის ორგანიზებით, 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში, გადამზადებულმა მასტერ ტრენერებმა, საქართველოს მაშტაბით ტრენინგები ჩაატარეს - DVV international-ის მიერ დაარსებულ 14-ვე სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრებსა, (სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრები 9 რეგიონშია წარმოდგენილი) და იმ სახლემწიფო პროფესიულ კოლეჯებში, რომლებმაც გაიარეს Curicullum globALE-ს ტრენინგ-პროგრამა.

ტრენინგის შინაარსი ეხებოდა შემდეგი თემების განხილვას:

  • ზრდასრულთა განათლების ძირითადი პრინციპები
  • ზრდასრულთა განათლება: ზრდასრულთა განმანათლებელი, ზრდასრული
  • ფორმალური, არაფორმალური, ინფორმალური განათლება
  • სწავლების მეთოდების მნიშვნელობა ზრდასრულთა განათლებაში
  • სწავლების მეთოდები ზრდასრულთა განათლებაში
  • სასწავლო კურიკულუმების შედგენა
  • სამიზნე ჯგუფები და ჯგუფის დინამიკა

ზრდასრულთა განმანათლებლებისთვის ზრდასრულთა სწავლის პროგრამა სიახლეს წარმოადგენდა.  იყო ნაცნობი და ახალი საკითხებიც. ყოველი აქტივობის განხილვამ/დისკუსიამ მონაწილეთა  შორის ცოდნის გაცვლას შეუწყო ხელი და ტრენინგი მეტად სასარგებლო, ინფორმაციული და საინტერესო გახადა.

პროგრამა გაიარა, ზრდასრულთა განათლების ცენტრის ყველა თანამშრომელმა და ტრენერმა, ასევე, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა. სულ გადამზადდა 258 ადამიანი. ისინი, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას პრაქტიკაში, თავიანთ სასწავლო გარემოში გამოიყენებენ.

 

გიზიარებთ, რამდენიმე მონაწილის შთაბეჭდილებას:

,,მივდივარ სავსე ჩემოდნით, სადაც მილაგია ინსტრუმენტები, მასალები და ზღვა დადებითი ემოცია. აქტივობებს ჩემს მსმენელებთანაც გავიმეორებ“.

 „ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღე, მე მკერავი ვარ რომელიც გავხდი ტრენერი და მუდმივად მჭირდება პიროვნული ზრდა იმისთვის რომ შევძლო ჩემი კურსის მსმენელებთან ეფექტური კომუნიკაცია და სწავლება. სწორედ ამ უნარების გაუმჯობესებაში დამეხმარა ტრენინგი.

მე მუდმივად მჭირდება ზრდა როგორც პედაგოგს და ეს ტრენინგი ამის საუკეთესო შესაძლებლობა იყო“.

„ძალიან ბედნიერი ორი დღე გავატარე, მსგავს ტრენინგს არასდროს დავსწრებივარ და ვისურვებდი გამეორებას“

„არ გვინდოდა დასრულება დღის, ისე გაქრა თვალსა და ხელს შუა რამდენიმე საათი ვერც გავიგეთ. ძალიან პოზიტიური გარემო, ძალიან კარგი აქტივობები, ანიმაციები, სავარჯიშოები და ინფორმაცია. უსასრულოდ შეგიძლია ისმინო და აიღო მაგალითი როგორ უნდა გავიდეს ისე დრო აქტივობაზე/ტრენინგზე/კურსზე რომ არც დაიღალო, არც მოიწყინო და თან ცოდნა წაიღო. სუპერ“!!!

„დღეს სხვადასხვა მიდგომებს და მეთოდებს გავეცანი, თითქოს აქამდეც ვიცოდი ეს ყველაფერი. მაგრამ ახლა კარგად დალაგდა და აწი მეტად ვიზრუნებ იმ ადამიანების განწყობაზე და ეფექტურად ცოდნის გადაცემაზე ვისთვისაც ვმუშაობ. მადლობა“

 

 

 

 

 

 

 

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.