საკონსულტაციო სემინარი ზრდასრულთა განათლების საკითხებზე

DVVI-ის ორგანიზებით თბილისში ჩატარდა სემინარი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლებისათვის.

საკონსულტაციო სემინარი © ლელა მატიაშვილი

DVVI-ის  ორგანიზებით თბილისში ჩატარდა სემინარი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლებისათვის. სემინარი წარმოადგენს ნაწილს მრავალკომპონენტიანი  შესაძლებლობების ზრდის პროგრამის რომელსაც DVVI   საგანმანათლებლო სექტორში გადაწყვეტილებების მიმღები პირებისათვის ახორციელებს საქართველოში. პროგრამა აგრეთვე მოიცავს სასწავლო ვიზიტებს ევროპის ქვეყნებში, მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებზე და ფორუმებზე ზრდასრულთა განათლებაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით.

სემინარს დამსწრეთა შორის იყვნენ სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის, ზრდასრულთა განათლების განყოფილების, განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და ზრდასრულთა განათლების კოორდინატორები პროფესიული კოლეჯებიდან.

სემინარს გაუძღვა გერმანიიდან მოწვეული პროფესორი ჰერბერტ ჰინცენი რომელიც სამი დღის განმავლობაში მონაწილეებთან ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იმუშავა, როგორიცაა: ზრდასრულთა განათლება. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა და მდგრადი განვითარების მიზნები, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები ზრდასრულთა განათლების სფეროში; ზრდასრულთა განათლების საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისა და პრაქტიკული განხორციელების ევროპული მაგალითები და გამოცდილება. ბატონმა ჰინსენმა აგრეთვე ჩაატარა კონსულტაციები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან საქართველოში ზრდასრულთა განათლების სტრატეგიის შემუშავების გზებსა და შესაძლებლობებზე.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.