Curriculum globALE - მოდული 3

ა.წ. 28-31 ივლისს, DVV International საქართველოს ოფისის ორგანიზებით, “Curriculum globALE” ტრენინგ პროგრამის რიგით მესამე მოდული ჩატარდა, რომელსაც უძღვებოდა, ბელორუსიიდან მოწვეული  ტრენერი ქალბატონი ალიონა ლუჰაუსტოვა.

Curriculum globALE - მოდული 3 ©მელიტა ფაჩულია

Curriculum globALE - მოდული 3 ©დათო ჯიქია

Curriculum globALE - მოდული 3 ©ლელა მათიაშვილი

Curriculum globALE - მოდული 3 ©ლელა მათიაშვილი

Curriculum globALE ტრენინგ-პროგრამის განხორციელება საქართველოში

ა.წ. 28-31 ივლისს, DVV International საქართველოს ოფისის ორგანიზებით, “Curriculum globALE” ტრენინგ პროგრამის რიგით მესამე მოდული ჩატარდა, რომელსაც უძღვებოდა, ბელორუსიიდან მოწვეული ტრენერი ქალბატონი ალიონა ლუჰაუსტოვა. 4 დღიანი ტრენინგ-პროგრამის თემა „კომუნიკაციასა და ჯგუფურ დინამიკაზე ზრდასრულთა სწავლასა და სწავლებაში“, დატვირთული იყო როგორც, პრაქტიკული ისე, თეორიული ნაწილით და მოიცავდა გეიმიფიკაციის ელემენტებს - რაც, გულისხმობს თამაშის წესებით აგებულ პროგრამას.

გამომდინარე იქიდან, რომ მონაწილეებმა კურიკულუმის მოდულებს შორის უნდა იპოვონ დამაკავშირებელი ხაზები, მესამე საფეხურის პირველი დღე უკვე ნასწავლის მიმოხილვით დაიწყო და წინა მოდულების შეხსენება/გამოყენება და კავშირების გაბმა შემდგომ დღეებშიც ხდებოდა.

ტრენინგის დასაწყისშივე, ქალბატონმა ლუჰაუსტოვამ სამი ნომინაცია დაასახელა - „კომუნიკაციის ოსტატი“; „რეფლექსიის ოსტატი“; „ინსპირაციის ოსტატი“ და მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა ყოველი დღის დასასრულს, ხმის მიცემის პრინციპით, რომელიმე ზემოთ დასახელებული ტიტული მიესადაგებინათ თითო მონაწილისთვის და ტრენინგის მეოთხე დღეს დათვლილი ხმებით გამოავლინა გამარჯვებულები თითო წოდებისთვის, რომელთაც სამახსოვროდ პატარა პრიზები გადაეცათ.

იმისთვის, რომ კომუნიკაციის თემა უფრო გაეშალა და მეტად დამაფიქრებელი ყოფილიყო, ტრენერმა  გეიმიფიკაციის სავარჯიშოები შესთავაზა მონაწილეებს. მათ შორის „უცხოპლანეტელის“ სავარჯიშო, როდესაც ჯგუფი ადგენს გარკვეულ ინსტრუქციას და შემდგომ „უცხოპლანეტელი“ (უკვე შერჩეული მონაწილე, რომელიც ინსტრუქციების შემუშავებაში არ იღებს მონაწილეობას და შემსრულებელი პირია) ზედმიწევნით ასრულებს მათ მიერ დაწერილ დავალებას. სავარჯიშომ ნათლად დაანახა მონაწილეებს,  თუ რა შედეგები მიიღება ზედაპირულად, არადეტალურად გაცემული დირექტივებით და თუ როგორ მნიშვნელოვანია გამცემმა  გაითვალისწინოს მიმღების ცოდნა/გამოცდილება არსებულ საკითხთან მიმართებით და საკუთარი თავიდან არ გამოვიდეს. სავარჯიშო ერთმნიშვნელოვნად სახალისოცაა, (რადგან გაუხსნელი ჯემის ქილა შეიძლება ორ პურს შორის აღმოჩნდეს) და იმდენადვე დამაფიქრებელი (თუ რამ განაპირობა, გაუხსნელი ქილის მოთავსება პურზე).

ტრენინგის მეორე დღე მიეძღვნა კომუნიკაციის ძირითადი უნარების შესწავლას, როგორიცაა კითხვის დასმის ტექნიკა, მოსმენა და წინააღმდეგობასთან მუშაობა. სამივე ტექნიკის განსავითარებლად, გარდა იმისა, რომ ჯგუფს ჩაუტარდა პრეზენტაცია და მიიღეს თეორიული ცოდნა, შემდგომში სავარჯიშოებით მოხდა გაპრაქტიკება, მათ შორის გამოყენებული იყო ე.წ. case study-ი.

მესამე დღე, „ტრენინგ-ლაბორატორიით“ გაიხსნა, სადაც მოხალისე მონაწილეებმა სათითაოდ წარადგინეს პრეზენტაციები ზრდასრულთა განათლების საკითხზე. მათი დავალება იყო გამოევლინათ ჯგუფურ დინამიკასთან ურთიერთობის უნარები, წარმატებით დაესრულებინათ სესია და აღმოეჩინათ როლური მონაწილეები, რომელთაც სხვადასხვა სახის ხელისშემშლელი ან მხარდამჭერი ფუნქცია ჰქონდათ. პრეზენტაციის დასრულებისას, იმართებოდა დისკუსიები და იყო განხილვა.

ქ-მა ლუჰაუსტოვამ პრეზენტაციები გააკეთა, ასევე, DISC-ის, GRIP-ის, თომას-კილმანის კონფლიქტის რეჟიმის და Lencioni-ს მოდელებზე, ჩატარდა ჯგუფური მუშაობა ამ მოდელების მონაწილეთა გამოცდილებაზე მისასადაგებლად. გაიმართა ინტერაქტიური პრეზენტაცია: „როლური თამაშები: სწავლების, ფასილიტაციისა და ქოუჩინგის სესიების ორგანიზება“; აგრეთვე, ისაუბრა მულტიპლიკატორისა და მამცირებელის სტილზე და შემდგომ ჯგუფურ სამუშაოში მოხდა მულტიპლიკატორებისა და მამცირებლების გამოცდილების განხილვა.

ტრენინგის მსვლელობისას ბევრი რამ აღმოჩნდა დამაფიქრებელი და ახალი, რომელმაც წინა მოდულებთან ერთად სასიამოვნო გამოცდილება დააგროვა მონაწილეებისთვის. ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ მესამე საფეხურისთვის მონაწილეობის სერტიფიკატი. შეგახსენებთ, რომ ტრენინგ-პროგრამაში, ჩართულები არიან ზრდასრულთა სწავლისა და განათლების (ALE) ცენტრების დირექტორები, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ზრდასრულთა განათლების კოორდინატორები, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) და DVV International საქართველოს ოფისის თანამშრომლები.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.