Curriculum globALE - მოდული 4

DVV International საქართველოს ოფისის ორგანიზებით, ქ. თბილისში, ჩატარდა ოთხდღიანი Curriculum globALE ტრენინგ-პროგრამის მეოთხე მოდული, თემაზე: „ზრდასრულთა სწავლისა და განათლების მეთოდები“.

Curriculum globALE - მოდული 4 ©მელიტა ფაჩულია

Curriculum globALE - მოდული 4 ©ლელა მათიაშვილი

Curriculum globALE - მოდული 4 ©ლელა მათიაშვილი

Curriculum globALE ტრენინგ-პროგრამის განხორციელება საქართველოში

DVV International საქართველოს ოფისის ორგანიზებით,  ქ. თბილისში, ჩატარდა ოთხდღიანი Curriculum globALE ტრენინგ-პროგრამის მეოთხე მოდული, თემაზე: „ზრდასრულთა სწავლისა და განათლების მეთოდები“. მოდულის მიზანს წარმოადგენდა: ზრდასრულთა სწავლების მეთოდების გაცნობა; მეთოდების ანალიზი ზრდასრულთა სწავლების თეორიებთან კავშირში; მეთოდების სიტუაციის შესაბამისად გამოყენების კრიტერიუმების გაცნობიერება; მეთოდების პრაქტიკა და რა თქმა უნდა,  ნასწავლი მოდულების გახსენება და მათ შორის კავშირების გაბმა. პროგრამას, უძღვებოდა მოწვეული დოქტორი ფსიქოლოგიის დარგში, სოციალური უნარების ტრენერ/კონსულტანტი, ქ-ნი თეა გველესიანი.

ტრენინგ-პროგრამა, მიზნების, პროცესის და შინაარსის წარდგენით გაიხსნა, მოლოდინების განსაზღვრისა და მუშაობის წესების შეთანხმების შემდგომ, დრო გაცნობითი ხასიათის სავარჯიშოს დაეთმო, რადგან მობილიზება, დათბობა, პოზიტიური კლიმატის ჩამოყალიბება თავიდანვე გასათვალისწინებელი და შემდგომი ტრენინგისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

პროგრამის მეოთხე მოდულმა ისეთი საკითხები, მოიცვა,  როგორიცაა: მეთოდოლოგიური მრავალფეროვნების უპირატესობა და სარგებელი; მეთოდის შერჩევის კრიტერიუმები; ტრენინგის გახსნის აქტივობების დაგეგმვის პრაქტიკა; მეთოდების მიმოხილვა და ტიპოლოგია (ლექცია, როლური თამაში, ქეისი, ენერჯაიზერი), მათი კავშირი მეორე მოდულში განხილულ თეორიულ საფუძვლებთან; კოლბის სასწავლო ციკლთან და სხვა თეორიულ პრინციპებთან);  ლექცია / უპირატესობა და ნაკლი; ვიზუალიზაციის საშუალებების გამოყენება; ბრეინსტორმინგის მეთოდი; მეთოდის პრაქტიკა; ფასილიტირებული დისკუსია; როლური თამაში - მეთოდის არსი და პრინციპები;  მეთოდის გამოყენების სარგებელი და რისკი - სასწავლო დანიშნულებით ფილმის ჩვენება და განხილვა; „მსოფლიო კაფე“-ს მეთოდი; ტრენერი, როგორც მოდერატორი; დე ბონოს 6 ქუდის მეთოდი; ონლაინ სწავლების სპეციფიკა.

თითოეული სალექციო სესიისა და მრავალფეროვანი პრაქტიკული დავალებების გაკეთების შემდგომ ტრენერი მსმენელებთან ერთად განიხილავდა მეთოდების უპირატესობებს, სარგებელს, მათი  მოდიფიკაციის შესაძლებლობებს, რომ კონკრეტული ჯგუფისთვის მისაღები ყოფილიყო მიდგომა და ტრენერისთვის ეფექტური მიზნის მისაღწევ გზამდე მისვლა. ამგვარად, ყოველი დისკუსია სცენიდან კულისებში და კულისებიდან სცენაზე მონაცვლეობდა.

ტრენინგის ბოლო დღის დამაგვირგვინებელი სესია, პატარ-პატარა ჯგუფებთან ტრენინგ-პროგრამის შემუშავება გახლდათ, რომელიც მოიცავდა თავის მხრივ თემის მოფიქრებას, თემასთან დაკავშირებული მეთოდების, პრაქტიკული სავარჯიშოების, ენერჯაიზერების გამოყენებას და აქვე, სწორად გაწერილ სამუშაო დროებს.

რომ შევაჯამოთ, მეთოდოლოგიური მრავალფეროვნების უპირატესობა ტრენერებს შესაძლებლობას აძლევს იყვნენ მოქნილები კონკრეტული ჯგუფის წევრებთან, ამასთანავე, ტრენერი მრავალმხრივად უნდა იყოს მომზადებული, რომ შეძლოს გაანალიზოს ჯგუფის მოთხოვნა, საჭიროებები, შეცვალოს გეგმა, არ ასცდეს თემას და წარმატებით განახორციელოს სამუშაო განრიგი. სწავლების პროცესში საკითხის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით, რადგან სხვადასხვა მეთოდის გამოყენება ხდება საჭირო, ან თუნდაც მეთოდთა შერწყმა, რომ შეავსოს სწავლების პროცესი.  რამდენადაც მრავალფეროვნების შესაძლებლობას იძლევა სწავლების მეთოდები, იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა ტრენინგ-პროგრამის მეოთხე მოდული.

ტრენინგის დასასრულს, ტრენინგ-პროგრამაში მონაწილე ზრდასრულთა სწავლისა და განათლების (ALE) ცენტრების დირექტორებს, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ზრდასრულთა განათლების კოორდინატორებს, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელისა (GAEN)  და DVV International საქართველოს ოფისის თანამშრომლებს ტრადიციულად  მეოთხე მოდულისთვის გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატი.

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.