Curriculum ManagerALE-ს განხორციელება საქართველოში

სწრაფად ცვალებად გარემოში Curriculum ManagerALE - მოდალურ კომპეტენციებზე დაფუძნებული კურიკულუმი, რომელიც უზრუნველყოფს, ორგანიზაციის ეფექტური მართვისთვის ზრდასრულთა განათლების ცენტრების მენეჯერებისთვის საჭირო კომპეტენციებით აღჭურვას

თანამედროვე რეალობაში, ორგანიზაცებს უწევთ დინამიურ გარემოში არსებობა, სადაც ცვლილებების ტემპი უფრო სწრაფია, ვიდრე ოდესმე, ამიტომ საპასუხო გამოწვევებისთვის,  განვითარება უწყვეტ პროცესად უნდა იქცეს მენეჯერებისთვის -  მნიშვნელოვანია სწრაფად ცვალებად გარემოში მოხდეს ადაპტირება, ახალი ცოდნის და უნარების, დამოკიდებულებების შეძენა და მათი პრაკტიკული გამოყენება.  

სწორედ, აღნიშნულს ემსახურება DVV International მიერ შემუშავებული პროდუქტი Curriculum ManagerALE - მოდალურ კომპეტენციებზე დაფუძნებული კურიკულუმი, რომელიც უზრუნველყოფს, ორგანიზაციის ეფექტური მართვისთვის ზრდასრულთა განათლების ცენტრების მენეჯერებისთვის საჭირო კომპეტენციებით აღჭურვას. Curriculum ManagerALE ურთიერთდაკავშირებულია, გლობალური კურიკულუმების ოჯახთან - Curriculum globALE (რომელიც, მიზნად ისახავს ზრდასრულთა განამანათლებლების პროფესიონალიზაციას, აღნიშნული პროდუქტი იუნესკოს მიერაა აღიარებული და წარმოადგენს სასერთიფიკატო პროგრამას მთელი მსოფლიოს მაშტაბით) და Curriculum InstitutionALE (რომელიც, წარმოადგენს ზრდასრულთა სწავლისა და განათლების ცენტრების ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერების საორიენტაციო ჩარჩოს და შესაბამისად, ემსახურება ორგანიზაციული ცვლილებების მართვას და ორგანიზაციულ შესაძლებლობების განვითარებას).

Curriculum ManagerALE-ს განხორციელება, DVV International საქართველომ 2024 წლის თებერვალში დაიწყო და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა. პროგარმაში ჩართულები იყვნენ DVV International-ის მიერ საქართველოს 9 რეგიონში, დაარსებული 14  ზრდასრულთა განათლების ცენტრი -  მათი ხელმძღვანელები და საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორები.

მონაწილეებს ტრენინგების სახით ჩაუტარდათ Curriculum ManagerALE-ს ექვსივე მოდული. პროგრამა შედგება ისეთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო თემებისგან, როგორიცაა:

მოდული 1: ძირითადი ცოდნა ზრდასრულთა სწავლისა და განათლების, და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესახებ

მოდული 2: საჭიროებების შეფასება და სტრატეგიული დაგეგმვა

მოდული 3: შიდა მენეჯმენტი და ლიდერობის უნარები და კომპეტენციები

მოდული 4: ქსელი და თანამშრომლობა

მოდული 5: ფინანსური მენეჯმენტი

მოდული 6: მონიტორინგი და შეფასება

 

აღნიშნულ თემებზე ინფორმაციის მიწოდება საინტერესოდ მიმდინარეობდა და გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტები: პრეზენტაცია, ჯგუფური მუშაობა, ინდივიდუალური დავალებები, ქეისის განხილვა, ბრეინსთორმინგი, პრაქტიკული მაგალითები, ენერჯაიზერები და როლური თამაშები.

Currriculum ManagerALE-ს ტრენინგებმა, ხელი შეუწყო ცოდნის და გამოცდილების დაგროვებას, კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევების ამაღლებას და ახალი დამოკიდებულებების შეძენას, მონაწილეთა შორის, რასაც ისინი ორგანიზაციის  მართვის პროცესში გამოიყენებენ. პროგრამის შედეგად  თოთხმეტივე ცენტრმა გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმებზე დაიწყო მუშაობა.

 

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.