DVV International - საქართველომ დაიწყო Curriculum institutionALE -ს განხორციელება

Curriculum institutionALE გვთავაზობს ინსტრუქციებს, ინდიკატორებს და გადამოწმების საშუალებებს ორგანიზაციული განვითარებისა და შესაძლებლობების მართვისთვის

ტრენინგი Curriculum institutionALE © მელიტა ფაჩულია

ტრენინგი Curriculum institutionALE © ლელა მათიაშვილი

ტრენინგი Curriculum institutionALE © ლელა მათიაშვილი

ტრენინგი Curriculum institutionALE © ლელა მათიაშვილი

Curriculum institutionALE, ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების (ALE) ცენტრების ინსტიტუციური გაძლიერების საორიენტაციო ჩარჩო შეიქმნა DVV International-ის მიერ 2021 წელს. ის გვთავაზობს ინსტრუქციებს, ინდიკატორებს და გადამოწმების საშუალებებს ორგანიზაციული განვითარებისა და შესაძლებლობების მართვისთვის.

2023 წელს, DVV International საქართველოს ოფისმა, დაიწყო Curriculum institutionALE-ს განხორციელება. 21-22 თებერვალს მოწვეულმა ექსპერტმა, ლატვიის ზრდასრულთა განათლების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ქ-ნმა ილუტა კრუმინამ ჩაატარა პირველი გაცნობითი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების ცენტრების 14 დირექტორისთვის და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის თანამშრომლებისთვის.

სემინარის მიზანი იყო მონაწილეთა მოტივაცია, მეტი ცოდნის და გამოცდილების მიღება, რომ ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების ცენტრებმა უზრუნველყონ მათ მიერ შეთავაზებული სერვისების ხარისხი და ეფექტურობა. ასევე, აზროვნების, პერსპექტივების შეცვლა და ისეთი თვისებების გაძლიერება, როგორიცაა, კრეატიულობა, თანამშრომლობა და გამძლეობა მოტივაციის მისაღებად. ეს თვისებები აუცილებელია,  Curriculum institutionALE -ს გამოსაყენებლად, ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების ცენტრების მდგრადობის გასაძლიერებლად.

სამუშაო შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა შემდეგ თემებზე:

  • Curriculum institutionALE -ს მნიშვნელობა და ხარისხის უზრუნველყოფა;
  • ფსიქოლოგიური შეზღუდვები და ბარიერები ცვლილებებისა და ინოვაციებისთვის;
  • შესაძლებლობებისა და ხარვეზების შეფასება;
  • სტრატეგიული დაგეგმვა;
  • შესაძლებლობების განვითარების დაგეგმვა;
  • შესაძლებლობების განვითარების აქტივობები;
  • მონიტორინგი და შეფასება;
  • თანატოლთა შეფასების თავისებურებანი და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები.

სემინარის სესიები წარმოადგენდა თეორიული ინფორმაციის, სიმულაციებისა და პრაქტიკული მაგალითების კომბინაციას ბალტიისპირეთისა და საქართველოს ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების ცენტრების გამოცდილებიდან.

Curriculum institutionALE-ს განხორციელების შემდეგ ეტაპზე, ჩართული ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების ცენტრები გამოიყენებენ თანატოლთა შეფასების მეთოდს ე.წ. „Peer Review“-ს, მათი ყოველდღიური პრაქტიკის შესაფასებლად და ცვლილებების მართვის სტრატეგიების ჩასართავად. როგორც ქსელის წევრები, ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების ცენტრები ისწავლიან და დაეხმარებიან ერთმანეთს ცოდნის გაზიარებაში, ხარვეზების იდენტიფიცირებასა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობაში. 

VHS DVV International LogoBMZ Logo
ქუქი-ფაილების პარამეტრები
თქვენ ტოვებთ DVV INTERNATIONAL-ს
მნიშვნელოვანი მინიშნება: ამ ლინკზე გადასვლით თქვენ ტოვებთ DVV International -ის ვებ-გვერდებს. DVV International-ი არ არის ლინკში მოცემული მესამე პირთა ვებ-გვერდების მფლობელი და არ აგებს პასუხს მათ შინაარსზე. DVV International-ი ვერ მოახდენს ზეგავლენას აღნიშნულ ვებ-გვერდზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გარეშე ვებ-გვერდის მეპატრონის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.